11 გზა რექტალური პრობლემების მოსაგვარებლად ოპერაციის გარეშე

რექტალური პრობლემები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეექმნას. თუმცა, საბედნიეროდ არსებობს ისეთი მეთოდები, რომელიც სახლის პირობებში დაგეხმარებათ ამ სერიოზულ პრობლემასთან გამკლავებაში. ნახეთ რომელი ხრიკებია ყველაზე შედეგიანი რექტალური დაავადებების წინააღმდეგ:

11. ლოგინში წოლა

დაწოლილ პოზიციაში ყოფნით დასვენება ბუასილის მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს ყველაზე მარტივად დაგეხმარებათ ტკივილის შეგრძნების გაქრობაში. ასეთ დროს სჯობს დაწვეთ გვერდზე და ხშირად გადაბრუნდეთ მეორე მხარეს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

10. ალოე ვერა

ალოე ვერა ჰიპოალერგიული მცენარეა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი დაგეხმარებათ ანთებითი პროცესების შეჩერებაში და განკურნების პროცესების დაჩქარებაში. ასევე ეფექტურია ალოე ვერას კომპრესი, რომელიც მინიმუმ 30 წუთით უნდა დაიდოთ და ამის დახმარებით მოგაშორებთ შეშუპებას და ტკივილის შეგრძნებას პრობლემურ არეში.

9. გამოიყენეთ ნიორის ძალა

ნიორი მთლიანად ანადგურებს ვენებში არსებულ ინფექციებს და აქრობს ანთებით პროცესებს. სწორედ ამიტომ ნიორის პასტა იდეალური საშუალებაა ბუასილის გამონაზარდების დაპატარავებისთვის.

8. ჩაიცვით ბამბის ფართო სამოსი

ბუასილის მსგავსი პრობლემების ქონის დროს აუცილებელია ჩაიცვათ ბამბისგან დამზადებული ფართო სამოსი, რათა უზრუნველყოთ სისხლის და ჰაერის ჯანსაღი მიმოქცევა ორგანიზმში და დაიცვათ კანის სენსიტიურობა. ასევე უნდა გამოიცვალოთ საცვლები ყოველდღე.

7. ჭამეთ უფრო მეტი ბოჭკო

რექტალური პრობლემების დროს მუცლის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია, რასაც ბოჭკოების შემცველი პროდუქტების ჭამით უზრუნველყოფთ. ამისათვის უნდა მიირთვათ ხილი, შვრია, ქლიავი, ხორბლის პური და ქერის პროდუქტები.

6. დაუმატეთ ცხენის წაბლი თქვენს მენიუს

ცხენის წაბლი უამრავ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რისი დახმარებითაც იგი ამსუბუქებს ანთებით პროცესებს და გართულებული პრობლემების სიმპტომებსაც კი აქრობს. ეს პროდუქტი გაგიძლიერებთ სწორ ნაწლავში არსებული ვენების კედლებს და შეამცირებს ლორწოვანი გარსების ანთებასაც.

5. იცურეთ, ისეირნეთ და ირბინეთ

ბუასილის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად უმოძრაო ცხოვრების წესი ითვლება. სწორედ ამიტომ ბუასილის სამკურნალოდ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ტიპის აქტივობები, როგორიცაა ძუნძული, სირბილი და ცურვა. ასეთი ვარჯიშები აძლიერებენ კარდიოვასკულარულ სისტემას მუცლის კუნთებს. თუ ექიმმა ლოგინში წოლის რეკომენდაცია მოგცათ დასასვენებლად, მაშინ კითხეთ მას ლოგინში შესასრულებელი ვარჯიშების შესახებ.

4. მოერიდეთ უნიტაზზე დიდი ხნით ჯდომას

უნიტაზზე დიდი ხნით ჯდომა ერთი შეხედვით უსაფრთხო პროცესია, თუმცა ამან ბუასილის გაჩენა ან უკვე არსებული პრობლემის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. ამ პროცესის დროს მუცლის ღრუში წნევა მატულობს და სწორ ნაწლავის ვენები შეშუპებას იწყებს. შესაბამისად ამ პროცესის ხშირად გამეორებამ შესაძლოა თრომბოზი ან ბუასილის წარმოქმნა გამოიწვიოს.

3. გაიკეთეთ ცივი კომპრესები

ყინულს გამაყუჩებელი და ჰემოსტატიკური ეფექტები გააჩნია, რის გამოც იგი ბუასილის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. ცივი ტემპერატურა სისხლის ვენებს ავიწროვებს, რაც ანელებს სისხლის მიმოქცევას და სისხლდენის პროცესების შემბსუბუქებას იწვევს. ცივი კომპრესები პრობლემურ ადგილებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა დაიდოთ მათი გაგრილებისთვის.

2. დალიეთ უფრო მეტი წყალი

არასაკმარისი წყლის დალევა სისხლის შედედების და უჯრედების სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ბუასილის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება გახდეს. წყლის ნაკლებობა სისხლის გასქელებას იწვევს, რაც სწორ ნაწლავში მის გადაადგილებას ართულებს. სწორედ ასე გაგიჩნდებათ ბუასილის საწყისი ეტაპის პრობლემები.

1. მიიღეთ თბილი მარილიანი აბაზანები

მარილი ეფექტური საშუალებაა ტკივილის გასაქრობად და ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად. სწორედ ამიტომ ბუასილის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მარილის თბილი აბაზანების მიღებაა.