როგორ ჩავდგეთ იდეალურ ფორმაში – პროფესიონალი ბალერინების რჩევები

984

ბევრს სჯერა, რომ გამოკვეთილი ფორმების მქონე სხეულის ფორმა ჯანსაღი ცხოვრების სინონიმია. თუმცა, პროფესიონალი ბალეტის მოცეკვავეებისათვის გამოკვეთილი სხეული აუცილებელი პირობაა წარმატებული კარიერისათვის. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ისინი ექსპერტებად ითვლებიან ნუტრიციისა და ფიზიკური ვარჯიშების საკითხში. სწორედ ამიტომაც ამ სტატიაში ყველაზე ცნობილი რუსი ბალერინების მიერ მოცემული რჩევები და ხრიკები შევკრიბეთ თქვენთვის:

სუპი მთავარი კერძია!

თუკი გსურთ, რომ ბუმბულივით მსუბუქი გახდეთ, მაშინ თქვენს მიერ მირთმეული საჭმელების რაოდენობა უნდა შეამციროთ. საუკეთესო არჩევანია თქვენი მენიუდან ცომის და მარილის ამოღება და უფრო მეტი ბოსტნეულის დამატება. ნუ ეცდებით ზედმეტს და შეინარჩუნეთ დიეტა ბუნებრივად და დაბალანსებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ტკბილეულის ჭამის ფუფუნებას ვერ გაუძლებთ გარკვეული დროის შემდეგ.

უნდა იცოდეთ რომელი პრუქტებია თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

დიეტის ექსპერტები გვირჩევენ ორაგულს, ნუშს, ზეთისხილს, ავოკადოს და წიწაკას. მათი თქმით თუკი ამ პროდუქტებს თქვენს ყოველდღიურ მენიუში ჩასვავთ, მაშინ მალე თავს ბევრად უფრო ენერგიულად იგრძნობთ.

გაწელვის საუკეთესო გზა მათი კეთებისას წიგნის წაკითხვაა

ფეხების ბოლომდე გაშლა საჭირო არ არის, თუკი ეს არ შეგიძლიათ. გაწელეთ ფეხები და დაჯექით ასეთ პოზაში წიგნის წასაკითხად ან ტელევიზორის საყურებლად.

შექმენით საჭმლის დღიური

თავს უფრო დამნაშავეთ იგრძნობთ ყოველჯერზე, როდესაც ტკბილეულის ჭამის შემთხვევის ჩაწერა მოგიწევთ დღიურში. ამიტომ შეინარჩუნებთ თქვენს რეკორდს უფრო ჯანსაღ მდგომარეობაში.

თუ ბალერინას მსგავსი წვრილი ფეხები გსურთ, მაშინ თავდადებული შრომისთვის მოემზადეთ

დაწვით კალორიები თოკით ხტუნაობის საშუალებით მინიმუმ დღეში სამჯერ. ჩართეთ ფავორიტი მუსიკა და დაიწყეთ ხტუნაობა. ასევე შეგიძლიათ სცადოთ მარტივი ვარჯიშიც: დადეთ ფეხები მხრებზე ოდნავ განიერად, მიმართეთ ფეხის თითები წინ და დაუშვით თქვენი სხეული მჯდომარე პოზიციაში. წონა დაატანეთ ქუსლებს. ამ ვარჯიშის შედეგი იმედებს არ გაგიცრუებთ.

დალიეთ მეტი წყალი

აუცილებელია ბევრი წყლის დალევა. თუ ეს გავიწყდებათ, დადევით წყლის ბოთლები თქვენს ირგვლივ ყველგან, სამუშაო ადგილზე, საძინებელში, დასასველებელ ადგილზე და ასევე ჩაიდეთ წყლის ბოთლი ჩანთაშიც სახლიდან გასვლისას.

აკონტროლეთ პოზა

მოეშვით არაჯანსაღ პოზიციებში წამოწოლასა და ჯდომას დიდი ხნის განმავლობაში. კარგ პოზაში ჯდომა და წოლა თქვენს სხეულს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს პოზის გამოსწორების მხრივ და ვიზუალურად უფრო გამხდარს გამოგაჩენთ.

არ მოაწყინოთ თქვენი თავი

შეეცადეთ აქციოთ თქვენი ვარჯიშის სესიები გასართობ აქტივობად. მაგალითად უფრო მეტი მოტივაციის მისაღებად დაესწარით ჰიპ-ჰოპის კლასებს, იოგას კლასებს და შემდეგ შეგიძლია ცადოთ ცურვის სესიებიც. ეცადეთ გამხდარი სხეულისკენ მიმავალი გზა არ აქციოთ რუტინად.

განასახიერეთ პერსონაჟი

იყიდეთ ლამაზი ტუტუ, საცურაო კოსტიუმი ან სავარჯიშო ტანსაცმელი. თუკი სავარჯიშო დარბაზში წასვლისას მათ არ ჩაიცვავთ, თავს ცუდად იგრძნობთ და ეს მეტ მოტივაციას შეგძენთ მათი ჩაცმისა და ვარჯიშისათვის.

ისწავლეთ ბალანსის დაცვა თუნდაც მეტროთი მგზავრობისას

განათავსეთ ფეხები მხრების სიგანეზე და არ მოკიდოთ ხელი სახელურს. ასევე სპეციალური ბურთის გამოყენებით შეგიძლიათ ბალანსის გაუმჯობესებაზე მუშაობა. მისი გამოყენებისას დაჭიმეთ ფეხები და საჯდომი ერთდროულად.