ბევრის აზრით ცხიმების მოსაშორებლად 1 საათიანი ვარჯიშია საჭირო, თუმცა სწორი მეთოდების დახმარებით თქვენ სასურველ შედეგს უფრო მოკლე დროშიც მიიღებთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ ვარჯიშის მეთოდებს, რომლების დახმარებითაც ცხიმებს მთელი სხეულიდან მოიშორებთ:
1. აზიდვები მკლავების ცხიმების დასაწვავად
დადგით ფეხები თეძოების სიგანეზე და დაჯექით ოდნავ მოხრილ პოზაში მუცლის დაჭიმვით. მკლავების ქნევის და იდაყვების მოხრის გარეშე ამოწიეთ გირები თეძოების მაღლა და დააბრუნეთ იატაკზე.
2. იოგა და პილატესი ბარძაყების გამოსაკვეთად
იოგა და პილატესი საერთო ფიზიკური სიჯანსაღისთვის აუცილებელია. მათი პოზები ზედმეტი ცხიმების მოშორებასთან ერთად თქვენი ელასტიურობის დონის ამაღლებაშიც დაგეხმარებიან.
ეს სკამის პოზა ძალიან სასარგებლოა ბარძაყების წინა ნაწილების გამოსაკვეთად. დააშორეთ ბარძაყები ერთმანეთს ოდნავ და გაწელეთ ხელები წინ. მოხარეთ მუხლები ისე, თითქოს სკამზე ჯდებით. დამშვიდდით და გაჩერდით ამ პოზაში 30-60 წამის განმავლობაში. შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზას და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა ორჯერ.
3. თევზის სახე
ლოყების დასაპატარავებლად თევზის მსგავსი სახის მიღება იდეალური მეთოდია. დაჯექით სკამზე და აწიეთ სახე ჭერისკენ. გამოწიეთ ტუჩები წინ და გამოუშვით ჰაერი პირიდან თევზის სახის მისაღებათ. გაჩერდით ასე 10 წამის განმავლობაში და შემდეგ გაიმეორეთ იგივე.
4. წელის დამაწვრილებელი ბუქნები
დაიჭირეთ გირები ორივე ხელში და დადგით ფეხები მხრების სიგანეზე. მიატრიალეთ წელი მარჯვნივ და გაჭიმეთ ხელები. შემდეგ აწიეთ ხელები გირებთან ერთად იქამდე, სანამ ისინი იატაკის პარალელურ ფორმას არ მიიღებენ. წელის მარცხნივ მიტრიალებასთან ერთად ჩაიბუქნეთ და ჩამოწიეთ გირები მარცხენა თეძომდე.
გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ ორივე მხარეს.
5. ნიკაპის ტრიალი
დაჯექით სკამზე და დაატრიალეთ თავი სრული წრის ფორმით. დაიწყეთ ტრიალი ნიკაპის წერტილიდან, შემდეგ გადადით მხრების, მკერდის და კვლავ მხრის წერტილზე. გაიმეორეთ ეს მოქმედება ათჯერ და შემდეგ გააკეთეთ იგივე მეორე მხარეს დატრიალებით. ასე ყბის არეში ცხიმებს მარტივად გააქრობთ.
6. კატა-ძროხის პოზა საჯდომის ცხიმების მოსაშორებლად
დადექით ოთხზე და დააწყეთ ხელები და მუხლები იატაკზე ბრტყლად. გაწელეთ მარცხენა ფეხი უკან და მარჯვენა ხელი წინ. გაიმეორეტ ეს მოქმედება ხუთჯერ და შემდეგ შეანაცვლეთ ფეხი. ამის შემდეგ მიიტანეთ მარჯვენა მუხლი მარცხენა მხართან და გაიმეორეტ იგივე მეორე მხარესაც.
7. დიეტა
ვარჯიშის მსგავსად დიეტა თქვენი იდეალური ფორმების შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა. ამიტომ უნდა დალიოთ ყოველდღიურად ბევრი წყალი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის და ასევე უნდა მოერიდოთ ბევრი ნახშირწყლების მიღებას. ზედმეტ ცხიმებს მარტივად მოიშორებთ, თუ დღეში 1200 კალორიის შემცველ დიეტას დაიცავთ.