სიმძიმისა და დისკომფორტის განცდა მოსვენებას არ მაძლევდა, სანამ ამ საშუალებას არ მივაგენი

ფეხები ადამიანის მთავარი საყრდენი ბურჯია. გაწუხებს ფეხები და შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ხალისი დაკარგული გაქვს. ადამიანი არ ხარ სრულფასოვანი, ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა, ღამით ვერ იძინებ, რადგან გაუსაძლისი ტკივილი გაწუხებს და ეს ყველაფერი ცუდად აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

ბევრი ძებნის შემდეგ მივაკვლიე ხალხური მედიცინის მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტს. ვიფიქრე, ამასაც ვცდი, იქნებ მეშველოს-მეთქი. და დაუყონებლივ დავიწყე მკურნალობა. პირველი პროცედურის შემდეგ მეძინა, მესამე პროცედურის შემდეგ  კი ექსკურსიაზე მომიწია წასვლამ და ბედნიერმა, ფეხების საშინელი ტკივილის გარეშე, შევძელი საოცრებებით ტკბობა. 10 პროცედურის შემდეგ კი საერთოდ დამავიწყდა, რომ ფეხები მტკიოდა. მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვ, შიგადაშიგ კვლავ ვიტარებ ხოლმე პროცედურას.

მსურს, ჩემი მკურნალობის მეთოდი,  ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით გაჯერებული ხალხურ მედიცინის უძლიერესი რეცეპტი, თქვენც გაგიზიართ.

აიღეთ ვედრო, ჩაასხით 2-3 ლ თბილი წყალი, დაამატეთ სარეცხი საპონი ისეთი რაოდენობით, რომ წყალი გათეთრდეს, შემდეგ დაამატეთ 2 ს. კ. საკვები სოდა და იგივე რაოდენობის ზღვის მარილი, კარგად მოურიეთ და დაამატეთ ცხელი წყალი, ბოლოს კი-10 წვეთი იოდი.

მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10-15 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ მითითებულ დროს არ გადააჭარბოთ. ერთხელ მომზადებული ხსნარი შეგიძლიათ სამ პროცედურაზე გამოიყენოთ, მხოლოდ პროცედურის წინ გააცხელებთ თქვენთვის საურველ ტემპერატურამდე და დაამატებთ 10 წვეთ იოდს. სამჯერ გამოყენების შემდეგ კი ახალი ხსნარი მოამზადეთ.

იმ 15 წუთის განმავლობაში, როდესაც აბაზანას იღებთ, თითქოს ფეხებიდან ტკივილი გამოგდით. შემდეგ შეიმშრალეთ და შეიზილეთ ტკივილგამაყუჩებელი მალამო ან ზეითუნის ზეთი, ამოიცვით შალის წინდა და დაწექით.

პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე, სულ 10 ან 12, შემდეგ დაისვენეთ და საჭიროებისამებრ შეგიძლიათ გააგრძელოთ.

დაიმახსოვრეთ, ვარიკოზითა და ტრომბოფლებიტით დაავადებულმა ადამიანებმა აბაზანა გაიკეთეთ თბილი წყლით.

ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.