დიახ მართლაც შესაძლებელია ცხიმიანი საჭმელების ჭამის ფონზე წონის დაკლება, თუმცა ამისთვის თქვენ სწორი პროდუქტები უნდა შეარჩიოთ. ნახეთ რომელი ცხიმიანი საჭმელები არ იწვევს ცელულიტის ფორმირებას:
8. კარაქი და ავოკადო
ავოკადო ცხიმებთან ერთად ქოლესტეროლის დონის შემამცირებელ მჟავებს შეიცავს, რისი დახმარებითაც იგი ასტაბილურებს სისხლში გლუკოზის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. კარაქი მხოლოდ კალორიების დიდი შემცველობით გამოირჩევა.
7. ორაგული და ძეხვი
ორაგული დიდი ხნით განაყრებთ და ასევე A ვიტამინს და ომეგა მჟავებს შეიცავს. რაც შეეხება ძეხვს, იგი მისი მსგავსი პროდუქტების მსგავსად შეიცავს სოიოს, ფქვილს, სახამებელს და სხვა მავნე ელემენტებს თქვენი ფიგურისთვის.
6. კვერცხი და ბეკონი
კვერცხები მდიდარია პროტეინებით, ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით და კარგი ცხიმებით. თანაც, ერთი კვერცხი მხოლოდ 85 კალორიას შეიცავს. რაც შეეხება ერთ ნაჭერ ბეკონს, იგი 42 კალორიას შეიცავს და ასევე 3 გრამზე მეტ არაჯანსაღ ცხიმებს, მარილის დიდ რაოდენობასთან ერთად. სწორედ ამიტომ არ ღირს მისი ჭამა მაშინ, როდესაც წონის დაკლება გსურთ.
5. თხილეული და პოპკორნი
თხილეული აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესებს და გეხმარებათ დანაყრების შეგრძნების დიდი ხნით შენარჩუნებაში. ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტებს და სხვა სასარგებლო მჟავებს, რომლებიც შიმშილის გრძნობას აქრობენ.
პოპკორნი სავსეა კალორიებით. კინოს ყურებისას მისი 200 გრამის ჭამა უდრის 1500 კალორიის მიღებას.
4. იოგურტი და არაჟანი
იოგურტი გავსებთ ენერგიით და ასევე შეიცავს საკმარისი რაოდენობით პროტეინს, კალციუმს და წონის კლებისთვის საჭირო პრობიოტიკებს.
არაჟანი წვრილი წელის მტერია, რადგან ძალიან ცხიმიან პროდუქტს წარმოადგენს და დღეში 12 პროცენტიანი არაჟანის რამდენიმე კოვზზე მეტი არ უნდა ჭამოთ.
3. ზეითუნის ზეთი და მცენარეული ზეთი
ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში შედის ომეგა-9, რაც ქოლესტეროლის დონეს და შიმშილის დონეს ამცირებს, ასევე ასწრაფებს მეტაბოლიზმს და აჯანსაღებს თქვენს მუცელს, კანს და თმას.
მცენარეული ზეთები ძალიან კალორიული პროდუქტებია, რის გამოც დღეში მხოლოდ 1 ს/კ უნდა მიიღოთ მაქსიმუმ. ასევე დაივიწყეთ მათი გამოყენება საჭმლის შესაწვავად.
2. ყველი და კრემი
ყველი პრობიოტიკებს შეიცავს და მისი გემოს და ცხიმიანობის დონე ერთნაირად მაღალია. თუმცა, მისი გემრიელი სურნელი ცოტა ყველის ჭამას მაინც გვანდომებს.
კრემი კალორიების ბომბს წარმოადგენს. მას მარტივად შეუძლია ქოლესტეროლის დონის გაზრდა.
1. ცხვრის ხორცი და ღორის ხორცი
ცხვრის ხორცი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც ცხიმოვან ქსოვილებს ებრძვის ორგანიზმში. იგი ასევე ასტაბილურებს სხეულში ქოლესტეროლის მეტაბოლიზმს.
ღორის ხორცი უფრო ძნელი მოსანელებელია მაღალი ცხიმის და კალორიების შემცველობის გამო. თუმცა, იგი ასევე ბევრ მინერალს და ნუტრიენტებსაც შეიცავს. ბევრი ღორის ხორცის ჭამა ჭარბწონიანობას გამოიწვევს.