ზურგის დაბლითა ნაწილის ტკივილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა განიცდის. სწორედ ამიტომაა საჭირო ვიცოდეთ ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომლის დახმარებითაც ამ გავრცელებულ პრობლემას მარტივად ვუმკურნალებთ:
1. ბავშვის პოზა
- დადექით ოთხზე და გაწელეთ ხელები
- ნელა დაწიეთ საჯდომი ქუსლებისკენ
- დადევით თავი იატაკზე და გაშალეთ ხელები წინ სწორად. გაჩერდით ასე 30 წამის განმავლობაში
2. ოთხის პოზა
- დაწექით ძირს და მოხარეთ მუხლები.
- მოხარეთ მარცხენა ფეხი, აწიეთ მარჯვენა ფეხი და დადევით მარცხენა მუხლზე. ნელა გაწიეთ
- ტანისკენ მარცხენა თეძო
- თავი და მხრები უნდა იდოს იატაკზე
- გაჩერდით ასე 30 წამის განმავლობაში, ორივე ფეხით
3. შებრუნება
- დაწექით იატაკზე და მოხარეთ მუხლები, გაწიეთ ფეხები მარჯვნივ
- მარცხენა ფეხი უნდა იდოს იატაკზე და მარჯვენა კოჭი უნდა იყოს მარჯვენა მუხლის მაღლა
- დაიდეთ ხელები თავთან ახლოს და მიწიეთ მარჯვენა მუხლი იატაკთან ახლოს. გაჩერდით ასე 30
- წამის განმავლობაში, ორივე მხარეს
4. ბუქნები
- გაწიეთ მარჯვენა ფეხი წინ და დადევით ხელები იატაკზე
- გადადგით ნაბიჯი მარჯვენა ფეხით. ნაბიჯი უნდა იყოს მხრის სიგანის
- შემდეგ ხელის გამოძრავების გარეშე გადახარეთ თეძოები წინ გასაწელად და გაჩერდით ასე 30
- წამის განმავლობაში.
- გაიმეორეთ იგივე მარცხენა ფეხითაც
5. ფეხების გაშლა
- დადგით ფეხები განიერად და გაასწორეთ ზურგი. დაჭიმეთ მუცელი და ჩამოწიეთ მხრები დაბლა.
- შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ დაბლა ჩაწევასთან ერთად ისე, თითქოს სკამზე ჯდებით. გაწიეთ
- მუხლები გვერდებზე
- გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამით
6. გადახრა
- დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და ნელ სუნთქვასთან ერთად გაასწორედ ზურგი, მუხლები კი ოდნავ მოხარეთ
- მოდუნდით და გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში, შემდეგ ნელა აიწიეთ მაღლა
7. ყვავის თავის პოზა
- დაჯექით საჯდომზე და მოხარეთ მუხლები
- გაწიეთ მარჯვენა ფეხი მარცხენა მუხლის უკან იატაკზე და მარცხენა თეძოს მარცხნივ. თქვენი მუხლები უნდა იყოს ერთმანეთის მაღლა განთავსებული
- აწიეთ თქვენი თავი ხელებით სწორი პოზიციის მისაღებად და შემდეგ ჩაიწიეთ დაბლა წონი თანაბარი გადანაწილებით. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის განმავლობაში.
8. მჯდომარე დატრიალება
- დაჯექით და გაასწორეთ ფეხები, შემდეგ მოხარეთ მუხლები და დაიდეთ მარცხენა ფეხი მარჯვენა ფეხზე, თეძოს გარე მხრიდან
- მიწიეთ მარჯვენა ფეხი საჯდომის მარჯვენა ნაწილთან ახლოს
- გაწიეთ მარჯვენა იდაყვი მარცხენა მუხლის მარცხნივ და წინ. გაჩერდით ასეთ პოზიციაში 30 წამის მანძილზე და გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით მეორე მხარეს.
9. ბედნიერი ბავშვის პოზა
- დაწექით ზურგზე, შეისუნთქეთ და მოხარეთ მუხლები მუცლისკენ
- შეისუნთქეთ და მოუჭირეთ ფეხის გარეთა ნაწილს ხელები
- ნელა გაშალეთ მუხლები თეძოებზე უფრო განიერ ზომაზე და შემდეგ გაწიეთ ისინი წინ იღლიებისკენ
- გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის მანძილზე.