თუ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ თვალების ქვეშ ,,ტომრებს“ გარშემორტყმულს მუქი და უსიამოვნო პიგმენტებით არ ინერვიულოთ. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად უამრავი ეფექტური ხელნაკეთი საშუალება არსებობს.
შემოგთავაზებთ უმარტივეს, ბიუჯეტურ და ეფექტურ საშუალებას, რომლის რეგულარული გამოყენებით შეძლებთ მაქსიმალური ეფექტის მიღებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
- გვირილას ჩაი 1 ფინჯანი (ან წყალი), დაახლოებით, 100 მლ
- ქოქოსის ზეთი ცოტა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, დააყენეთ გვირილას ჩაი.
- საკვებ სოდას დაასხით ცხელი გვირილას ჩაი და აურიეთ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონები, ოდნავ გააგრილეთ და თბილი დაიდეთ თვალებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-30 წუთი. შემდეგ თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი ან თქვენთვის ხელმისაწვდომი სხვა ეთერზეთი.
პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე და, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ შეძლებთ მუქი ლაქებისა და თვალების ქვეშ ტომრების მოშორებას.