როგორ გავიღიავოთ თმა რამდენიმე ტონით დარიჩინის ნიღბის დახმარებით

გსურთ თმის რამდენიმე ტონით გაღიავება? ერთ პატარა საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომელიც ჩემმა სტილისტმა გამიმხილა. მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალების წყალობით ისე, რომ თმას არ დაიზიანებთ, შეძლებთ რამდენიმე ტონით გაღიავებას და  ეფექტური შედეგის მიღებას. თმის ხელნაკეთ  საღებავს ჩვენი ბებიები აქტიურად იყენებდნენ.

საღებავი დარიჩინის ბაზაზე არის მომზადებული. ეს სანელებელი ფლობს უძლიერეს სამკურნალო თვისებებს და მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი საშუალებით ბუნებრივი გზით შეძლებთ თმის გაღიავებას, მიანიჭებთ მას სიჯანსაღესა და ბრწყინვალებას.

გამოიყენეთ შემოთავაზებული რეცეპტი და გაიკეთეთ საუკეთესო ომბრე ისე, რომ თმა არ დააზიანოთ.

ხელნაკეთი საღებავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარიჩინი 3 ს. კ.
  • თაფლი 2 ს. კ.
  • თმის ნიღაბი თქვენთვის ხელმისაწვდომი ან კონდენციონერი 150 მლ-მდე

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ხის ან პლასმასის კოვზი და კერამიკული კონტეინერი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ დაბანილი თმის ღერებზე.
  2. თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, თუ საიდან გსურთ ღია ტონი. გაითვალისწინეთ, თმის ძირებს არ უნდა შეეხოთ. შეღებილ ნაწილზე შემოიხვიეთ პარკი, მერე პირსახოცი და დაიყოვნეთ 30 წუთი. შემდეგ მოიხსენით და გაიჩერეთ კიდევ 3-4 საათი.

სწორედ, დროზე არის დამოკიდებული თმის მიღებული ტონი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.