ფინიკი – პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით (100 გრამზე – დაახ. 275 კკალ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავადმყოფობის შემდეგ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ენერგიისა და ძლების აღსადგენად.
შემადგენლობა და უპირატესობები
ფინიკი შეიცავს შაქარს (66%), ძირითადად შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზისაგან. საკმაოდ მაღალია ამ პროდუქტი B ჯგუფის ვიტამინების შემცველობაც, განსაკუთრებით კი ვიტამინ B1, B2, ნიაცინი და B6. გარდა სხვა მრავალი ფუნქციისა, ეს ვიტამინები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი სხეულის უჯრედებმა ნორმალურ რეჟიმში, სათანადოდ მოახერხოს შაქრის ათვისება.
ფინიკი მდიდარია რკინით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალციუმით, სპილენძითა და თუთიით.
როგორ გამოვიყენოთ ფინიკი რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ
ტრადიციულად, ფინიკი გამოიყენება მშრალი ხველის შესამსუბუქებლად და გაციებასთან საბრძოლველად, ასევე ათავისუფლებს ბრონქებს ლორწოსაგან.
ენერგეტიკული დიეტა: ფინიკი აჯანსაღებს ორგანიზმს. ნებისმიერი ასაკისათვის რეკომენდირებულია მიირთვათ ფინიკი, რომელიც მოგიხსნით ავადმყოფობის შემდეგად გამოწვეულ დაღლილობასა და სისუსტეს.ვიტამინებით,მინერალებითა და
ფინიკის რეგულარულად მირთმევა რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის პაციენტისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული დაღლილობა ან სისუსტე გაწუხებთ, რადგან ეს პროდუქტი ამარაგებს სხეულს მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. ექიმების რეკომენდაციით, ეს სწორედ ის პროდუქტია, რომლითაც კვების რაციონი აუცილებლად უნდა გაამდიდრონ მოზარდებმა, ორსულმა და მეძუძურმა ქალბატონებმა, შუახნის ასაკს გადაცილებულმა პაციენტებმა, სპორტსმენებმა და ა.შ.
როგორ დავამარცხოთ ხველა ფინიკის დახმარებით
აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩაყარეთ მასში დაახლოებით 100 გარმი ფინიკი (10-12 ცალი), დაასხით ნახევარი ლიტრი რძე და კარგად გააცხელეთ, თუმცა არ მიიყვანოთ დუღილამდე. მიირთვით მზა სასმელი თბილ მდგომარეობაში ყოველ საღამოს, დაძინების წინ, რათა დაამარცხოთ ხველა, ბრონქიტი, გაციება და სასუნთქი გზების სხვა პრობლემები. შეგიძლიათ, დაუმატოთ ამ სასმელს ერთი კოვზი თაფლი და ძროხის რძის ნაცვლად, გამოიყენოთ მცენარეული რძე: ნუშის, ბრინჯის, შვრიის, კაკლისა და მზესუმზირის. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ხველის სრულ განკურნებამდე.