სელის თესლი განსაკუთრებით მდიდარია ბოჭკოებითა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. იგი არეგულირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში, ასწრაფებს მეტაბოლიზმს. ბოჭკოების დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით სელის თესლი გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
სელის თესლი გაჯერებულია კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით. დაამატეთ სელის თესლი სალთებში, სხვადასხვა კერძებში, წვენებში ან რძეში და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.
იმისათვის, რომ სელის თესლისგან მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, ის სწორად უნდა იქნას გამოყენებული. შემოგთავაზებთ ამ საოცარი თესლეულის ბაზაზე მომზადებული ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ყაბზობისგან გათავისუფლებას, გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, არასასურველი კილოგრამებისგან გათავისუფლებას და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ს. კ. სელის თესლი
- 300 მლ გაფილტრული წყალი
- 1 ს. კ. ქიშმიში ან ფინიკი (უკურკო)
- 2 ჩ. კ. თაფლი
- 1 ს. კ. სეზამის თესლი
მომზადების წესი:
- სელისა და სეზამის მარცვლები ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით თბილი წყალი, აურიეთ და გარკვეული დროით დააყოვნეთ.
- ქიშმიში ან ფინიკი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაავლეთ ცივი წყალი და შეურიეთ სელისა და სეზამის ნარევს.
- ბოლოს დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ, დაახურეთ ხუფი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში. დილით კი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
- მომზადებული ნარევი მიიღეთ ჭამამდემ 30 წუთით ადრე.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7-10 დღე. შემდეგ შეისვენეთ ორი კვირა და საჭიროების მიხედვით კვლავ გააგრძელეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!