სააღდგომო პასკების რეცეპტების გაცვლა-გამოცვლაა. ყველა დიდი მონდომებით ემზადება ამ ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. იღებება კვერცხები, ტრიალებს პასკის გასაოცარი სურნელი. სტატიაში შემოგთავაზებთ სადღესასწაულო ნამცხვრის, კერძოდ კი, ხაჭოს პასკის რეცეპტს.
პასკის მოსამზადებლად აირჩიეთ საუკეთესო ხარისხის ხაჭო. ის უნდა იყოს აუცილებლად ახალი და 5-9% ცხიმიანობის, არც თუ ისე მშრალი და ერთგვაროვანი მასის. დაგჭირდებათ 15%-იანი ცხიმიანობის არაჟანი. შეგიძლიათ დაამატოთ დაფქვილი და გაცრილი სანელებლები: ილი და ანისული, ცუკატები.
ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 800 გრ
- კვერცხის გული 4 ცალი
- შაქარი 180 გრ
- არაჟანი 200 მლ
- ნუში 50 გრ
- ქიშმიში 50 გრ
- კარაქი 150 გრ
- ვანილი
- ლიმონი 1 ცალი
მომზადების წესები:
- ხაჭო გაატარეთ საცერზე. კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი და გახეხილი ხაჭო და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ კრემისებურ მასას.
- მომზადებული მასა მოათავსეთ ქვაბში, რომელიც ჩადეთ წყლის აბაზანაში და დადგით დაბალ ცეცხლზე. პირველი 10 წუთი ხაჭო დნება, შემდეგ თანდათან სქელდება.
- მასა არ უნდა აადუღოთ. ცეხლზე დადგმიდან 30 წუთის შემდეგ გამორთეთ. ხაჭოს მასიანი ქვაბი ჩადეთ ჭურჭელში, რომელშიდაც ცივი წყალი ასხია და განუწყვეტლივ ურიეთ. ცივი წყალი რამდენჯერმე შეცვალეთ.
- გაციებულ მასას დაამატეთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი, ლიმონის ცედრა, ვანილი. მოამზადეთ ფორმა, რომელსაც ძირზე რამდენიმე ნახვრეტი ექნება.
- ფორმაში ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა ისე, რომ დოლბანდის კიდეები ჭურჭლის ზედაპირზე გადმოვიდეს. ჩაასხით ხაჭოს მასა და მარლის კიდეები გადმოკეცეთ. შემდეგ დაადეთ სიმძმე. ფორმის ქვეშ დადეთ თასი, რათა შიგ ხაჭოს მასიდან გამოსულმა სითხემ იდინოს.
- ხაჭოს პასკა 12 საათით შედეთ მაცივარში და წყალი გადააქციეთ ხოლმე. მეორე დღეს სიმძიმე აიღეთ, პასკა ფორმიდან გადმოიღეთ და მორთეთ სურვილისამებრ.
მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით პასკა. მისი საოცარი გემოთი ისიამოვნეთ და შეხვდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.