ანტიკანცეროგენული პროდუქტები, რომლებიც თავიდან გვარიდებს ავთვისებიანი წამოანზარდების ფორმირებას

კიბო – 21-ე საუკუნის შავი ჭირი. რატომ გახდა ეს დაავადება ასეთი აქტუალური ჩვენს დროში? მავნე ჩვევები, დაბინძურებული საცოხვრებელი გარემო, ცუდი ეკოლოგიური პირობები, არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული წყალი – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს სხეულში ავთვისებიანი წამონაზარდების ფორმირებასა და ზრდას პროვოცირებს.

ვაშლი

ვაშლს აქვს სისხლის ნორმალური მიმოქცევის პროცესის სტიმულირებისა და სხეულიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნის უნარი. მკურნალობის პერიოდში კვების რაციონში აუცილებლად უნდა დავუმატოთ ვაშლი არა უმცირეს 100-150 გრამისა.

სამკურნალო თვისებები ყველა ჯიშის ვაშლს არ გააჩნია. სამკურნალოდ გამოიყენება ანტონოვკა და სიმირენკო. პექტინი, რომელსაც შეიცავს ვაშლი, გვეხმარება ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნაში, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, გამოაქვს სხეულიდან ქოლესტერინის ნარჩენები და რადიონუკლიდები.

კვლევებმა აჩვენა უშალო კავშირი ვაშლის მოხმარებასა და დავადების მკურნალობაში სხვდასხვა ეტაპზე. კვარცეტინის ფლავანოიდი, რომელიც ვაშლის შემადგენლობაშია, რამდენჯერმე ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. ვაშლის კანი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რომლებიც აფერხებს დაზიანებული უჯრედების გავრცელებას დაახლოებით 50%-ით. პრაქტიკულად ორჯერ  მცირდება კიბოთი დაავადების შესაძლებლობა მათთვის, ვინც რეგულარულად მიირთმევს ვაშლს.

ვაშლის სუპი

500 გრ. ვაშლი, 1 ლ. წყალი, 2 ს.კ. მანის ბურღული, 20 გრ. შაქარი და ბარამბოს ყლორტი.

გარეცხეთ ვაშლი, ამოაცალეთ გული, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ ბარამბოს წვრილად დაქუცმაცებული ყლორტი, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ დუღილის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში. მზა სუპ-კომპოტში ჩაყარეთ მოცემული რაონეობით მანის ბურღული და შაქარი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ სუპში 20 გრამი წითელი ღვინის დამატებაც – ასე მის სამკურნალო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდით.

ხახვი და ნიორი

ავსტრიელი მკურნალი რუდოლფ ბროისი წიგნში ,, კიბოს მკურნალობის სრული კურსი“ წერდა, რომ კიბო, ლევკემია და სხვა დაავადებები, რომლებიც ითვლება განუკურნებლად, შეიძლება განიკურნოს ბუნებრივი საშუალებებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნატურალური საშუალება ხახვის წვნიანია. მკვლევარებმა ხახვის შემადგენლობაში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, რომლებიც აფერხებს ჩვენს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას. მასში შემავალი ნივთიერება კვარცეტინი, რომელიც ნარჩუნდება თერმო დამუშავების შემდეგაც, არ აძლევს ჩვენი სხეულის უჯრედებეს მუტაციის საშუალებას.

რამდენიმე ულუფა ხახვის წვნიანისათვის საჭიროა 700 გრამი ხახვი, 30 გრ. მცენარეული ზეთი, 2 კბილი ნიორი, 100 გრ. თეთრი ღვინო, 150 გრ. ყველი, 1 ლ. წყალი ან ბოსტნეულის ნახარში.

ჩაასხით ქვაბში მცენარეული ზეთი და გააცხელეთ. ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ  გაცხელებულ ზეთში და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ ერთი წუთით.

როდესაც ხახვი და ნიორი მზად იქნება, დაამატეთ 1 ლ.  წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი, მსუბუქად დაამარილეთ, ჩაასხით ღვინო, დაახურეთ ქვაბს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. მიირთვით წვნიანი სანამ ცხელია.

ნიორი შეიცავს ალიცინსა და სულფანის მჟავებს, რომელთათვის დამახასიათებელია კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებები. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა გავამდიდროთ  ყოველდღიური კვების რაციონი ხახვისა და ნივრის სალათებითა და წვნიანებით.

ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა უმი.  ჭამის დროს მიირთვით 1 კბილი ნიორი და 10 გრამი ხახვი 3- ჯერ დღეში. ნიორი იცავს კანცეროგენებისგან კუჭს, კანს, ყელს, საყლაპავ მილს, ნაწლავებსა და სარძევე ჯირკვლებს.

კაკალი

კაკალი შეიცავს ფლავონიდებს, რომელიც ფლობენ კიბოს სწინააღმდეგო ძლიერ თვისებებს და  გამოიყენება არა მარტო პროფილაქტიკის მიზნით, არამედ უკვე არსებული ავთვისებიანი წამონაზარდის ზრდის პროცესის შესაფერხებლად.

პირშუშხა, ნიახური, ბოლოკი

სამივე პროდუქტი მდიდარია ისეთი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, რომელთთათვის ანტიკანცეროგენული თვისებებია დამახასიათებელი.

წითელი ღვინო

წითელი ღვინო კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა, თუმცა აუცილებელია ზომიერების გამოჩენა. მისი მოქმედება ვრცელდება თირკმელების და ფილტვების ონკოგენებზე და ამ გზით, თავიდან გვარიდებს ავთვიესბიანი წამონაზარდების ფორმირებას. წითელი ღვინის დღიური ოპტიმალური ულუფა – 50-100 გრამი. დალიეთ ის ჭამამდე ან ჭმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

თევზის ცხიმიანი სახეობები

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებისა და D ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, თევზის ცხიმიანი სახეობების რეგულარულად მირთმევით კიბოს პრევენცია და იმუნიტეტის გძლიერებაა შესაძლებელი. დღიური ნორმა – 150 გრამი.

შავი ქლიავის ჩირი

როგორც ყველამ კარგად ვიცით, შავი ქლიავის ჩირი მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ სხეულზე. თუ დღეში დაახლოებით 5-6 გამომშრალ ნაყოფს მიირთმევთ, შეძლებთ სხეულში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების პრევენციას.

ჭარხალი

ეს სასარგებლო ბოსტნეული გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით. ჭარხალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, სტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ნორმალურ მუშაობას, გვიუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელბოას და გვილიერებს იმუნიტეტს.

უპირატესობა მიანიჭეთ მუქი ფერის ჭარხალს. მას აუცილებლად უნდა მოვაჭრათ ზედა მხარე, რადგან მის ბოლქვებში გროვდება მავნე, შხამიანი ნივთიერებები ნიადაგიდან (სასუქების გამოყენების შედეგად).

კიბოს თავიდან არიდების მიზნით, დღის განმავლობაში უნდა მივირთვათ დაახლოებით 600 მილილიტრი ჭარხლის წვენი. დაიწყეთ მცირედით (დაახ. 2 სუფრის კოვზით) და ნელ-ნელა გაზარდეთ ყოველდღიური ულუფა.

ძალიან დიდ იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბენიდერბას!