მშვენიერი დილა გათენდა. ისმის ჩიტების ჟრურტული. გიხარიათ სიცოცხლე, ბედნიერი ხართ, რადგან კიდევ ერთი ლამაზი დღე გაჩუქათ ცხოვრებამ. გსურთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანებიც გააბედნიეროთ. საუზმის დრო ახლოვდება. ფიქრობთ, თქვენს პატარებს რა გაახარებთ. გირჩევთ, უგემრიელესი ბლინები მოამზადოთ და არაჟანთან ან ნებისმიერ ჯემთან ერთად დილა გაილამაზოთ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელთა საშუალებით თქვენი ბლინები არნახულად ფუმფულა, ჰაეროვანი და მოცულობითი იქნება.
4 მთავარი წესი ბლინების მომზადებისას
წესი პირველი: დაიმახსოვრეთ, რომ კეფირი, რომლითაც ბლინები უნდა მოამზადოთ, ადრე გამოიღოთ მაცივრიდან, რადგან თბილი რძის მჟავა და სოდა უფრო კარგად ფუვდება, ვიდრე ცივ მდგომარეობაში.
მეორე წესი: ცომი მომზადების შემდეგ გააჩერეთ 15 წუთიდან ნახევარ საათამდე.
მესამე წესი: დასვენებულ ცომს აღარ მოურიოთ.
მეოთხე წესი: ბლინები გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული და როცა შეატყობთ, რომ ამოფუმფულდა, გადააბრუნეთ.
მოამზადეთ ბლინები მომავალში მხოლოდ ამ წესების დაცვითა და გათვალისწინებით, რათა ისინი გამოვიდეს ისეთი მოცულობითი, ჰაეროვანი და გემრიელი, როგორც არასდროს!