ფრჩხილის სოკოვანი დავადება ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. როგორც ესთეტიკურად არის უსიამოვნო, ასევე დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა განიკურნოთ მისგან.
ფარმაცევტული კომპანიები ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ მრავალფეროვან მედიკამენტებს გვთავაზობენ, მაგრამ სანამ ქიმიურ ნივთიერებებს გამოიყენებთ, შეეცადეთ პრობლემა ბუნებრივი საშუალებებით მოაგვაროთ. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სამ საკმაოდ ეფექტურ, მარტივ და მრავალჯერ გამოცდილ საშინაო საშუალებას.
სოკოვანი დავადების, ონიჰომიკოზის დროს ფრჩხილის ფირფიტა დაავადებულია. თავდაპირველად ფრჩხილზე სოკოს პატარა თეთრი წერტილი ჩნდება, რომლებიც თანდათან იზრდება. შემდეგ ფრჩხილი ხდება მყიფე, იშლება და თითქოს კანიც ხურს დაზიანებული ფრჩხილის გარშემო.
- საწყის ეტაპზე ახასიათებს ფრჩხილის ფირფიტის დეფორმაცია და გასქელება;
- ტკივილი ან ქავილი;
- დაზიანებული ფრჩხილი ყავისფერი, თეთრი და მუქი ყვითელია;
- უსიამოვნო სუნი;
დავადების პროგრესირებასთან ერთად ფრჩხილმა შეიძლება დაიწყოს გაფრცქვნა და მოძვრეს, მაგრამ დაავადების დაიგნორებამ შეიძლება მდგომარეობის გამწვავებამდე და სიტუაციის გართულებამდე მიგვიყვანოს. სოკოვანი დაავადება გადავა სხვა თითებზედაც და შეუძლია მთელი ორგანიზმი დააინფიციროს. ამიტომ, არც იფიქროთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის. გირჩევთ დროულად დაიწყოთ მკურნალობა.
როგორ ვითარდება ფრჩხილის სოკო?
სოკოვანი დაავადებები ტენიან და თბილ გარემოში ვითარდება. ასევე მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ხელოვნური მასალისაგან დამზადებული მჭიდრო ფეხსაცმლი და ჭარბოფლიანობა. სოკოვანი დაავადებებით შეიძლება დაინფიცირდეთ საზოგადოებრივ ადგილებში: საცურაო აუზში, აბანოში, სპორტულ დარბაზში და დაავადებული ადამიანის ფეხსაცმლის გამოყენებისას.
როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს?
ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ყოველდღიურად დაიბანეთ ფეხები. დაბანის შემდეგ გულმოდგინეთ შეიმშრალეთ, არასოდეს ჩაიცვათ სველი წინდები და მჭიდრო ფეხსაცმელი. ამით დავადების პროცესირება ფერხდება, მაგრამ სრულად განსაკურნებლად საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულ ადგილთან ყოველი კონტაქტის შემდეგ ხელი დაიბანოთ საპნით.
სამი საშინაო საშუალება ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ
ქოქოსის ზეთი
მის შემადგენლობაში შედის კაპრინისა და ლაურინის ცხიმმჟავები, რომლებიც ანადგურებს სოკოვან უჯრედებს. ინფექციის დამანგრეველი ზეთი ადამიანისთვის უვნებელია.
მოხმარების წესები:
- კარგად დაიბანეთ ფეხები საპნით და გულმოდგინეთ შეიმშრალეთ.
- დაავადებული ფრჩხილი დაიმუშავეთ ქოქოსის ზეთით.
- თუ სოკო უკვე პროგრესირებს, დაიმუშავეთ თითი ქოქოსის ზეთით, დაიდეთ ბამბის ქსოვილი ან შეიხვიეთ მარლით.
- დაავადებული თითები ამ გზით დღეში ორჯერ დაიმუშავეთ.
ფორთოხლისა და ჩაის ხის ზეთი
სხვადასხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ საუკუნეებია ჩაისა და ფორთოხლის ზეთს იყენებენ. ისინი ბუნებრივი ფუნგიციდებია, რომლთაც გააჩნიათ ანტიბაქტერიული თვისებები. ვინაიდან ჩაისა და ფორთოხლის ზეთი ძლიერია, რეკომენდებულია მათი განზავება ზეითუნის ან ნუშის ზეთით.
მოხმარების წესები:
- 1 ჩ. კ. ჩაის ხისა და ნახევარი ჩ. კ. ფორთოხლის ზეთი შეურიეთ.
- ბამბის ფირფიტა გაჟღინთეთ მიღებული ნაზავით და დაიდეთ თითზე.
- დაიტენიანეთ დაზიანებული ფრჩხილი და მის ირგვლივ კანი. ეცადეთ, რომ ბუნებრივად შეგაშრეთ.
- შეასრულეთ პროცედურა სოკოს გაქრობამდე დღეში ორჯერ.
ვაშლის ძმარი და სოდა
ეს არის სოკოვანი დაავადების სააწინააღმდეგო ორი ეფექტური პროდუქტის ტანდემი. ძმრის მიერ შექმნილი მჟავე გარემო სპობს ტუტეებს, რომელშიდაც მრავლდება სოკო, ხოლო სოდა კლავს სუნს და აფერხებს სოკოვან ინფექციას.
ინსტრუქცია:
- თასი აავსეთ თბილი წყალით, ისე რომ დაიფაროს ტერფი.
- თასში ჩაასხით 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და ჩააწყვეთ ფეხები ნახევარი საათით.
- გულმოდგინედ შეიმშრალეთ ფეხები.
- გადააქციეთ და აავსეთ ახლი წყალით.
- სუფთა წყალს დაამატეთ 5 ს. კ. საჭმელი სოდა.
- ჩააწყვეთ ფეხები თასში ნახევარი საათით.
- წყალიდან ამოიღეთ ფეხები და არ შეიმშრალოთ.
- გაიშრეთ ბუნებრივად.
- სოკოვანი დაავადების განკურნებამდე პროცედურა გაიმეორეთ დილა-საღამოს.
სამივე საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი სტატია მეგობრებსაც!