მოამზადეთ მალამო საკუთარი ხელით, რომელიც ებრძვის ნაოჭებს, ლაქებსა და ნაწიბურებს

გქონდეთ ლამაზი და მოვლილი ხელები დიდ ძლისხმევას საჭიროებს. ხელი სხეულის ნაწილია, რომელიც მუდმივ ჯაფაშია. წყალი და ქიმიური საშუალებები უარყოფითად მოქმედებს ხელის კანზე.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელების მოვლის ეფექტურ მეთოდს.

  1. პირველ რიგში მოამზადეთ 1 ლ თბილი წყლისა და 2 ს. კ. მარილის ნარევი.
  2. მომზადებულ ხსნარში 10 წუთით დააყოვნეთ ხელები და შეიზილეთ შემდეგი პროპორციების მიხედვით მომზადებული ნიღაბი: 1 ცალ კვერცხის გულს, დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი და 1 ს. კ. კარაქი.
  3. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ. შედეგი გაგაოცებთ. ხელებზე კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ ელასტიური, ხოლო 3-4 დღის შემდეგ ნაწიბურებიც გაგიქრებათ.

სტატიაში შემოგთავაზებთ კიდევ ერთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც სამუდამოდ დაემშვიდობებით ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებსა და ნაწიბურებს.

კარგი იქნება თუ ჩვევად გექცევათ და ყოველ დილით სახეს დაიბანთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებებით.

სახის გაწმენდა შეგიძლიათ ჩვეულებრივი მეთოდით, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ლოსიონები. მხოლოდ 1 საოცარი ინგრედიენტი და თქვენი კანი საოცრად ლამაზი, აბრეშუმისებრი გახდება, ნაოჭები კი უკვალოდ გაგიქრებათ.

აიღეთ თქვენთვის სასურველი კეფირი და ბამბის დისკით გაიწმინდეთ სახე. შეგიძლიათ კეფირი გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანის გასაწმენდად. შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.

ცხიმიანი კანისთვის უმჯობესია გამოიყენოთ კეფირი, რომელიც 2-3 დღე თბილ ადგილზე გედოთ, რადგან ამ ტიპის კანისთვის საუკეთესო საშუალებაა მჟავე პროდუქტი.

კანის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდის მიზნით, გამოიყენება კეფირის საფუძველზე მომზადებული ეფექტური ნარევი. დაფქვით ბრინჯი ან შვრია და ფქვილის 1 ს. კ. დაამატეთ კეფირის იმ რაოდენობას, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. მომზადებული ნარევი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე, კისერზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გირჩევთ, ხშირად მიირთვათ კეფირი, რადგან ის ძლაიან სასარგებლო რძის პროდუქტია. კეფირი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.