ხორცით გაჯერებული ღვეზელი რბილი, ნაზი და დელიკატური ცომით

გინდათ აღფრთოვანდეთ საოცარი გემოთი? ხორცის წვენში გაჟღენთილი დელიკატური, რბილი, ნაზი ცომით მომზადებული, ყველის არომატით გაჯერებული ღვეზელი   ზღაპრულ სამყაროში მოგახვედრებთ და მისი ერთი ნაჭერიც კი დაგაკმაყოფილებთ.

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ხორცის ღვეზელის რეცეპტს

საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:

  • წყალი 4 ს. კ.
  • საფუარი 10 გრ
  • კეფირი 200 მგ
  • მცენარეული ზეთი  100 მგ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  •  ხორბლის ფქვილი 360 გრ
  • ინგრედიენტები შიგთავსისთვის
  • ხორცის ფარში 400 გრ
  • კარტოფილი 300გრ
  • ხახვი 1 თავი
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • შავი პიმპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

აიღეთ თასი, ჩაასხით 4 ს. კ. თბილი წყალი, ჩაყარეთ საფუარი, შაქარი, მოურიეთ და 10-15 წუთით დატოვეთ სითბოში.

ქცაბში ჩაასხით კეფირი, ზეთი, დადგით დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ, შემდეგ გადაიტანეთ საფუვრიან მასაში, მოურიეთ, ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მზა მასას გადააფარეთ ტილო და ოთახის ტემპერატურაზე დადგით და გააჩერეთ 40-45 წუთი. ცომი უნდა გაფუვდეს.

აიღეთ თასი,რომელშიდაც აურევთ ფარშს, კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს, ხახვს, მარილს, შავ პიმპილს.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი მრგვალად  გააბრტყელეთ, გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, წრის ცენტრში აკეთებთ სიმეტრიულ  8 ცალ ჭრილს, რომელთა სიგრძე თვალის ზომით განსაზღვრეთ. ჭრილებს ქვემოთ გაანაწილეთ შიგთავსის ნაწილს, მოახეხეთ ყველი და წვეროდან წამოიღეთ სამკუთხედის ფორმის ცომი, წინასწარ მომზადებული ჭრილიდან და კიდესთან შეაერთეთ. მოგიწევთ რვაჯერ გადმოკეცვა. საბოლოო ჯამში კი მიიღებთ გვირგვინის ფორმის  მსგავს ღვეზელს, რომელსაც ზემოდან წაუსვამთ ათქვეფილი კვერცხის გულს.

მეორე ცომისგან გააკეთეთ ღვეზელის ანალოგი და აცხვეთ ისინი  30-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

განსაცვიფრებელი და უგემრიელესი ღვეზელი თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და სტუმრებსაც აღაფრთოვანებს.