უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ უგემრიელესი ნამცხვარი ,,მედოგი“, რომელიც ნაზი და ჰაეროვანია, თითქოს პირში დნება. ტორტის საოცარი გემო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თაფლს გამოიყენებთ.
საჭირო იგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 200 გრ
- თაფლი 120 გრ
- კარაქი 75 გრ
- ფქვილი 700 გრ
- საჭმელი სოდა 1 ჩ. კ.
- იგრედიენტები კრემისთვის
- 30% ცხიმიანობის არაჟანი 800 გრ
- შაქარი 270 გრ
მომზადების წესი:
მოამზადეთ იგრედიენტები. აიღეთ დარბილებული კარაქი, კვერცხიც წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან. დაიმახსოვრეთ, საუკეთესო ნაცხობის მოსამზადებლად სასურველია ყველა იგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის. აგრეთვე მოამზადეთ ერთი დიდი ქვაბი და მეორე- პატარა. გირჩევთ, რომ ფქვილი წინასწარ გაცრათ.
დიდ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და დადგით ცეცხლზე. პატარა ქვაბში ათქვიეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ გამდნარი კარაქი, თაფლი, სოდა და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
დაიმახსოვრეთ:
1.კარაქი რომ ადვილად გაადნოთ, დაჭერით.
- სასურველია თუ თაფლს აწონით, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, მაშინ სქელი კონსტიტენციის თაფლი აიღეთ 5 ს. კ., ხოლო თხელი-3 ს. კ.
მომზადებული მასა ჩადეთ დიდ ქვაბში, რომელშიდაც წყალი დუღს და ფრთხილად ურიეთ, სანამ მასა ერთ-ნახევარჯერ არ მოიმატებს და გამუქდება. ამ პროცეს დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. თანდათანობით დაამატეთ ფქვილის 1/3 ნაწილი და განუწყვეტელი მორევით თუშეთ 1 წუთის განმავლობაში. მასა გამოვა თხელი, გადმოდგით ორთქლიდან და შეურიეთ დარჩენილი ფქვილი. ნაზი, რბილი და თაფლიანი ცომი გაყავით რვა ნაწილად, თითოეული გუნდა დაახლოებით 160 გრ-ს უნდა იწონიდეს. გუნდები გაახვიეთ ცელოფანში და 15-20 წუთით შედეთ მაცივარში, რათა უფრო იოლი იყოს მათი გაბრტყელება.
გაბრტყელებული ცომი დაახლოებით 1 მმ სისქისაა და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რათა თანაბრად ამოვიდეს და ფირფიტის ზედაპირი იყოს გლუვი. ფენას მიეცით მრგვალი ფორმა, შეგიძლიათ იმავე ფორმით გამოჭრათ, რომელშიდაც უნდა გამოაცხოთ და ჩადეთ ყალიბში. ფირფიტა გამოაცხვეთ 4-7 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
გამომცხვარ ფირფიტებს ნაპირები ჩამოაჭერით, დაფხვენით რადგან ტორტის მოსართავად დგჭირდებათ.
კრემის მომზადება:
არაჟანი კარგად ათქვიფეთ და თანდათან დაამატეთ შაქარი (უმჟობესია შაქრის ფხვნილს თუ გამოიყენებთ). კრემი გამოდის ძალიან ნაზი და ჰაეროვანი.
ჯერ პირველ ფენას წაუსვით, დაახლოებით 7-8 ს. კ. კრემი, მერე- მეორეს და ასე შემდეგ. ასევე დაკრემეთ გვერდებიც და მოაყარეთ დაფხვნილი ჩამონაჭრელები.
მოამზადეთ ტორტი მედოგი, ისიამოვნეთ მისი საოცარი გემოთი და გაიხსენეთ ბავშვობა.