შემოგთავაზებთ საშინაო საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად დააღწიოთ თავი ნაადრევ დაბერებას.
ამ საოცარი საშუალების რეცეპტი ძალიან მარტივი მოსამზადებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნიღაბის მთავარი იგრედიენტი ჟელატინია.
ჟელატინი სოცრად ეფექტური საშუალებაა სახის კანის გასამკვრივებლად. სილამაზის სალონებში სახის კანის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად იყენებენ ჟელატინს.
ჟელატინიანი ნიღბები ხელს უწყობს კანის გამკვრივებას. თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ სახის კანი გაგიმკვრივდებათ, ხოლო ნაოჭების რაოდენობა შეგიმცირდებათ. მექანიკური მოქმედების ნიღბები არ გამოირჩევიან მკვებავი ეფექტით. ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვიულ დაბოლოებებზე და აუმჯობესებენ გაცვლით პროცესებს.
ჟელატინი ასწორებს მცირე ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
საჭირო იგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- წყალი 100მლ
- თაფლი 3 ს. კ.
- გლიცერინი ნახევარი ჩ. ჭ.
- სალიცინის მჟავა დანის წვერით
მომზადების წესი:
- აურიეთ ყველა იგრედიენტი.
- ჭურჭელი დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- გადმოიღეთ მომზდებული მასა ორთქლის აბაზანიდან, ურიეთ და ისე გააციეთ.
გამოყენების წესები:
- მომზადებული მალამო დაძინებამდე 2 საათით ადრე 20 წუთით დაიტანეთ სახის კანზე.
- მალამოს ნარჩენები ჩამოიწმინდეთ ტენიანი ხელსახოცით.
- შემდეგ წაისვით დამატენიანებელი მალამო.
მალამო გეყოფათ ერთი თვე, შეინახეთ მაცივარში, გამოყენებამდე დაელოდეთ სანამ ცოტა არ შეთბება.
დროს ნუ დაკარგავთ, მოამზადეთ ეს უძლიერესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.