ზაფხულის პაპანაქება სიცხეა და ცხელ ღუმელთან ტრიალი მოგბეზრდათ, მაგრამ საყვარელი ადამიანების გასანებივრებლად, გიწევთ ნუგბარ-ნუგბარი კერძების მომზადება. ამჯერად შემოგთავაზებთ საოცარი, შოკოლადის ფუმფულა კრემით გაჯერებულ, შავი ტორტის უგემრიელს რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება.
საჭირო იგრედიენტები:
- ნებისმიერი ორცხობილა 300 გრ
- შავი შოკოლადი 200 გრ
- 30%-იანი ცხიმიანობის ნაღები 500გრ
- კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
სქელძირიან ჭურჭელში მოათავსეთ ნაღები, დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, გააცხელეთ და გადმოდგით. შოკოლადი დატეხეთ, ჩაყარეთ ცხელ ნაღებში და ურიეთ, სანამ არ გადნება. გადააფარეთ მომზადებულ მასას და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 3 საათით შედეთ მაცივარში. გადაიტანეთ გაციებული კრემი ღრმა თასში და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. თავდაპირველად მიქსერი დაბალ სიჩქარეზე ამუშავეთ, შემდეგ კი გადართეთ მაღალზე და თქვეფთ, სანამ არ მიიღებთ ფუმფულა კრემს.
აიღეთ საცხობი ფორმა, რომლის კედლებს წაუსვამთ ზეთს და ჩააფენთ საკვების პროდუქტს. ჩააწყვეთ ორცხობილები, შემდეგ წაუსვით კრემი (ფირფიტების დასაკრემად გამოიყენეთ კრემის ნახევარი) და მოასხით ცივი, ტკბილი ყავა. შემდეგ ჩააწყვეთ ისევ ორცხობილები, კრემი და ასე თანმიმდევრობით მოამზადეთ ტორტი. ბოლო ფენა კი უნდა იყოს ორცხობილების. გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 8-10 საათის განმავლობაში შედეთ მაცივარში.
ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან, ფორმა ლანგარზე გადმოაყირავეთ, ფრთხილად მოაშორეთ ყალიბი და ცელოფანი. დარჩენილი კრემით მორთეთ ტორტი და ზემოდან მოაყრეთ კაკაოს ფხვნილი.
მიირთვით უგემრიელესი შავი, ფუმფულა კრემით გაჟღენთილი ტორტი და გარშემომყოფთაც ასიამოვნეთ.