აიურვედული კერძი, რომელიც ძირფესვიანად, ჯაგრისივით წმენდს ჩვენს სხეულს და გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას

კერძი, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ, ძირფესვიანად, ჯაგრისივით წმენდს მთელ სხეულს და გვიუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას. ეს აიურვედული რეცეპტი სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით, რაც არა მხოლოდ მისი სამკურნალო თვისებების, არამედ საოცარი არომატის დამსახურებაა.

მარტივი კერძი კიჩარი, რომელიც მომზადებულია ბრინჯით, ოსპითა და სანელებლებით. მართალია, რომ რეცეპტი მარტივია, მაგრამ საჭიროა სპეციალური იგრედიენტები, რომლებიც ძნელი საშოვნელია. (ყველა სანელებლის შეძენა შეგიძლიათ ჩინურ მაღაზიაში).

ინგრედიენტები:

  • მდოგვის თესლი (უმჯობესია შავი, რადგან ის ძლიერია, მაგრამ შემცვლელად გამოგადგებათ ყვითელიც)
  • ქინძის თესლი უმჯობესია კაკლები, მაგრამ შეიძლება დაფქვილიც გამოიყენოთ.
  • ძირის იგივე კვლიავის თესლი
  • კამის ან ცერეცოს თესლი
  • კურკუმა

თუ რომელიმე სანელებელს ვერ იშოვით, მაინც შეგიძლიათ კერძის მომზადება, მაგრამ ის სამკურნალო ეფექტი არ ექნება, რაც გჭირდებათ.

მომზადების წესი:

გააცხელეთ 1-2 ს. კ. ერბო და დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. მდოგვის თესლი, იგივე რაოდენობის ქინძი, ძირა, კამა ან ცერეცო ნელ-ნელა ურიეთ (მიაყურადეთ, როგორ დაიწყებს კაკლები დასკდომას), დაამატეთ 1 კოჭა გახეხილი ჯანჯაფილი (ან ნახევარი ჩ. კ. ფხვნილი), ნახევარი ჩ. კ. კურკუმა და მწიკვი ასაფეტიდი, მოურიეთ და დაამატეთ 1 ჭიქა მწვანე ოსპი მთლიანი ან დაფქვილი მარცვლებით, 1 ჭიქა ბრინჯი (უმჯობესია ბასმატის), დაფარეთ წყლით და მიიყვანეთ მომზადებამდე, სურვილისამებრ დაამატეთ დაჭრილი ქინძი.

კერძის მომზადება რომ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ, ბრინჯი და მდოგვი 1 ან 2 საათით ადრე დაალბეთ. გემოსთვის დაამატეთ ბოსტნეულის ან სოკოს ბულიონი.

მაგრამ თუ კიჩარის კერძი გჭირდებათ, როგორც გამწმენდი საშუალება, მაშინ გემოსთვის არაფერი დაუმატოთ.

გირჩევთ, რომ პირველჯერზე კერძი მოამზადეთ მოცემული პროპორციების მესამედით ე. ი. გამოიყენეთ ჭიქის მესამედი ოსპი და ბრინჯი, გამოდის საკმოდ ბევრი, რომელიც საკმარისია მთელი ოჯახისათვის.

კიჩარს გემოვნების მიხედვით შეიძლება დაამატოთ წითელი და შავი პიმპილი, დაფნის ფოთოლი, მოცხარის ფხვნილი.

ინდოეთის სავადმყოფოებში კიჩარი ფაქტიურად ერთადერთი საკვებია. კერძი საკმაოდ მსუყეა. მას იყენებენ დიეტისთვისაც.

მორჩენილი სანელებლებით შეაზავეთ კარტოფილი და შეწვით. მიიღებთ უგემრიელეს ოქროსფერ კერძს, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს და თან სასარგებლოა, სანელებლები კარტოფილს სახამებელს აცლის. ასევე, ბრინჯისა და ოსპის ნაცვლად, სანელებლებით გაჯერებულ ნარევში ჩაყარეთ წინასწარმოხარშული დაჭრილი კარტოფილი ან ბადრიჯანი, დაამატეთ სტაფილი, პამიდორი, ყაბაყი და ყველაფერი რაც მოგესურვებათ.

გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალოდ კიჩარს ზედმეტი იგრედიენტები არ დაამატოთ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კერძი კიჩარი თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ და ხშირად მოგთხოვენ მის მომზადებას.