ეს საოცარი ტკბილეული თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს და საოცრებათა ქვეყანაში გამოგზაურებთ.
საჭირო იგრედიენტები ბისკვიტისთვის:
- შოკოლადის ორცხობილა 0,5 კგ
- კარაქი 3 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი 2-3 გრ
იგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ნაღების ყველი (ოთახის ტემპერატურის) 1150 გრ
- შაქარი 1,5 ჭიქა
- არაჟინი 3 ს. კ.
- კვერცხი 5 ცალი
- კვერცხის გუი 2 ცალი
- ვანილის ექსტრატი 1 ჩ. კ.
- არაქისის კარაქი
- ჟელატინი 12 გრ
იგრედიენტები შოლკოლადის მუსისთვის:
- ნაღები (ცხიმიანი) 2 ჭიქა
- კარაქი 2 ს. კ.
- მწარე ან რძიანი შოკოლადი 450 გრ
მომზადების წესი:
- როგორ მოვამზადოთ ბაზა. აიღეთ შოკოლადის ორცხობილა, დაფხვენით და აურიეთ გამდნარ კარაქი და შაქარი.
- მომზადებული მასა ჩადეთ ტორტის საცხობ ყალიბში, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 160 გრადუს ტემპერატურაზე.
- ახლა მოვამზადოთ შიგთავსი. ამისთვის კრემის ყველი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
- სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და ყველა ჯერზე თქვეფთ 2 წუთის განმავლლობაში.
- დაამატეთ ვანილის ექსტრატი და მარილი.
- მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ არაქისის კარაქი და ათქვიფეთ, ხოლო მეორე ნაწილს ჟელატინი და გულმოდგინეთ ათქვიფეთ.
- ჩიზქექის ბაზაზე მოათავსეთ შოკოლადის შიგთავსი, ხოლო ზემოდან ფრთხილად დაადეთ ჟელატინიანი მასა და გაასწორეთ.
- მოათავსეთ ტორტი ღუმელის შუაგულში 60 წუთის განმავლობაში, ქვემოთ დადეთ წყლიანი ფორმა, რადგან ტენიანობა აორთქლდეს და ჩიზქეიქი არ დაიწვას. ზედა ფენა უნდა გამოვიდეს სუფლეს მსგავსი.
- გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და მინიმუმ 4 საათით შედეთ მაცივარში.
- ბასრი დანით ნაპირები მოაშორეთ ფორმას და ფრთხილად მოხსენით რგოლი.
- მოამზადეთ მინანქარი განაში. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ შოკოლადის ფილები და კარაქი. 2 წუთი გააჩერეთ და შემდეგ კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ჩიზქეიქი დაფარეთ შოკოლადის სოუსით და 45 წუთით შედეთ მაცივარში.
- ტორტის იოლად დასაჭრელად დანა ჩადეთ ცხელ წყალში და ჩიზქეიქი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
დამერწუმეთ, რომ მისი დაგემოვნების შემდეგ იგრძნობთ ნეტარებს.