8 საყურადღებო მიზეზი, რის გამოც შესაძლოა შეშუპება გქონდეთ.

ფოტო: myupchar on wikimedia

მოუჭერია თქვენთვის ბეჭედს? ან გაგჭირვებიათ ფეხსაცმელში ფეხის ჩაყოფა მისი გასიების გამო? ასეთ შეშუპებებს ორგანიზმში სითხეების დაგროვება იწვევს. ნახეთ რა იწვევს ამ პრობლემას ყველაზე ხშირად:

8. მარილი

მარილის დღიური რეკომენდირებული დოზაა 5 გრამი ან 1 ს/კ. ამაზე მეტის მიღების შემთხვევაში სხეული სითხეების შეკავებას იწყებს.

7. ალერგია

თუკი თქვენი შეშუპების პრობლემას თან ახლავს ქავილიც, მაშინ ეს ალერგიებითაა გამოწვეული.

6. ჰორმონები

ჰორმონალურ პრობლემებსაც ასევე შეუძლია სხეულში სითხეების შეკავების გამოწვევა. თუკი შეშუპებას თან ახლავს მუცლის გასიება, ფეხების შეშუპება და წონაში მომატება, მაშინ ეს დიდი ალბათობით სწორედ ჰორმონალური ედემის ბრალია.

5. თირკმლის დაავადებები

დილას სახეზე გაჩენილი შეშუპება თირკმლის პრობლემებზე მიუთითებს. ასეთ დროს შეამჩნევთ ზურგის დაბლითა ნაწილის ტკივილს და შარდის ფერის ცვლილებასაც.

4. გულის დაავადებები

მუცლის ღრუს და ფეხების ერთად შეშუპება გულის პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუ მას თან ახლავს მკერდის ტკივილი და დაღლილობა.

3. მედიკამენტები

ანტიპრიეტული და ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღებას ასევე შეუძლია შეშუპების გამოწვევა, ასეთ დროს აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

2. ცხოვრების სტილი

ადამიანებს ფეხები ასევე დიდი ხნით ჯდომის ან დგომის გამო შეიძლება გაუსივდეთ. არააქტიური ცხოვრების წესის ქონის შემთხვევაში დიდი ხნით ჯდომის პერიოდებს შორის სჯობს დაკავდეთ მცირეხნიანი ვარჯიშებით.

1. დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაციის საწყის ეტაპზე თქვენი ორგანიზმი წყლის დაგროვებას იწყებს მის შესანახად შემდეგი ეტაპებისთვის. ამის შედეგად თქვენი კოჭები, მაჯები და მუცლის ქვედა ნაწილი შეიძლება შეშუპდეს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დალიოთ დღეში მინიმუმ 1.2 ლიტრი წყალი, მოერიდოთ ყავის, ალკოჰოლის და ნახშირწყლებით სავსე სასმელების დალევას.