ჯანმრთელობის 9 პრობლემა, რომლის დროსაც ძილის პოზა აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ

ყველლამ კარგად იცის რომ ჯანმრთელი ძილის ხანგრძლივობა 7- 9 საათია, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს იმის შსახებ, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მდგომარეობაში გძინავთ.

ექსპერტები თვლიან, რომ შეიძლება ძილის დროს გარკვეულმა მდგომარეობამ შეგიმსუბუქოთ, მაგალითად, ზურგის ტკივილი და გიხსნათ სურდოსგან.

თუ თქვენ გტკივათ ზურგი

დაწექით ზურგზე და მუხლების ქვეშ ამოიდეთ ბალიში. ასევე შგიძლიათ ზურგის მრუდში შეიდოთ პირსახოცი.

თუ თქვენ გრძნობთ ტკივილს მხრის სახსარში

პირველ რიგში დაწექით ჯანმრთელ მხარეს, ოდნავ მოხარეთ ფეხები, ჩაიხუტეთ ბალიში და შეგიძლიათ ბალიში ამოიდოთ მუხლებს შორისაც. თუ ორივე მხრის სახსარი გტკივათ , მაშინ დაწექით ზურგზე.

სურდოს დროს

დაწექით ზურგზე, თავი მაღალზე დადეთ,  რადგან თუ თავი დაბლაა, მაშინ ლორწო გროვდება ცხვირის სასუნთ გზებში.

თავის ტკივილის დროს

ჯანმრთელობის ექსპერტები გირჩევენ, ძილის დროს კისერი არ გადახაროთ და თავის ტკივილსაც აირიდებთ. დაწექით ზურგზე და თავი ბალიშზე დადეთ.

მენსტრუალური ტკივილის დროს

დაწექით ზურგზე , მუხლების ქვეშ ბალიში ამოიდეთ.

მაღალი წნევის დროს

თუ მაღალი წნევა გაქვთ აუცილებლლად მიმართეთ ექიმს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გძინავთ.

ეჰიმეს საუნივერსიტეტო მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეამოწმა მამაკაცის არტერიული წნევა გულაღმა და თავდაღმა ძილის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ თავდაღმა ძილის დროს წნევამ დაიწია.

საჭმლის მონელების პრობლემა

მუცლის ტკივილმა შეიძლება არ მოგცეთ გამოძინების საშუალება. მარცხენა მხარეს დაძინება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კარგი იქნება, თუ მუხლებს შორის ბალიშს დაიდებთ.

კისრის ტკივილის დროს

კისრის ტკივილი შგიმსუბუქედებათ, თუ კისერს დახვეულ პირსახოცზე დადებთ.

თუ გაწუხებთ გულძმარვა

გულმძმარვა გაწუხებთ და მთელი ღამე არ გძინავთ? ექიმი დევიდ ჯონსონი გირჩევთ , რომ დაწვეთ მარცხენა მხარეს.

ეს ცხრა მარტივი პოზიცია, რომელიც შეგიძლიათ ძილი დროს გამოიყენოთ, დაგეხმარებათ ჯანმრთელობის აღდგენაში.