გამოიყენეთ ამ საოცარი პროდუქტის ყველა უპირატესობა, ის აგრეთვე ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.
შებერილი მუცელი გაშფოთებთ. ამ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს სითხის ან საკვების დაგვიანებული მიღება.
თუ ფიზიკურად აქტიური ხართ, სწორად იკვებებით, მაგრამ მაინც გაწუხებთ მუცლის ეს უსიამოვნო შეგრძნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევები.
მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ გირჩევთ გამოიყენოთ შვრია. ეს ბუნებრივი პროდუქტი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა.
მუცლის შებერვას იწვევს ჭარბი ჰაერის მოხვედრა ნაწლავებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით, გაღიზიანებული ნაწლავით, ყაბზობით ან წინა მენსტრუაციული სინდრომით. ეს უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული პროდუქტებით, რომლებიც იწვევენ გაზების დაგროვებას ან სითხის შეფერხებას.
მუცლის შებერილობა შეიძლება იყოს სიმპტომი სხვადასხვა დაავადებების, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სტატიში ვისაუბრებთ შვრიის შესახებ, ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ეს ნატურალური პროდუქტი გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, აგრეთვე მდიდარია ბოჭკოების შემცველობით. და სწორედ ამ თვისებების წყალობით ათავისუფლებს ნაწლავებს, ასევე აუმჯობესებს საკვების შეწოვას, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
აქტიური ცხოვრებით გამოწვეულ სტრესისა და გადაღლილობის წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ უძლიერესი ნატურალური სამკურნალო საშუალება შვრია.
საჭირო იგრედიენტები:
- გაფილტრული წყალი 3 ჭიქა
- დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- შვრია 100 გრ
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ შვრია, 5-7 წუთის შემდეგ დარიჩინი და შეურიეთ. ქვაბს დააფარეთ და გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ კი გადაწურეთ. გადაწურულ მასას დაუმატეთ თაფლი, კარგად მოურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შედეთ მაცივარში.
გირჩევთ, რომ ყოველი ჭამის წინ დალიოთ 1 ჭიქა სასმელი. შედეგად იგრძნობთ სიმსუბუქეს, გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას და გათავისუფლდებით მუცლის შებერილობისგან.
მოამზადეთ ეს უმარტივესი რეცეპტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.