როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავით

გიამბობთ ღვიძლის პროფილაქტიკური  გაწმენდის შესახებ. თუ ერთი თვის განმავლობაში ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, თანდათანობით იგრძნობთ შედეგს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებას უკვე ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ.

პროცედურა ძალიან მარტივია. ყოველ დღე უნდა დალიოთ 1-2 ს. კ. ზეითუნის ზეთში  შერეული ნახევარი ლიმონის წვენი. არ დაგავიწყდეთ, ჯერ ჯანმრთელობა და მერე სხვა დანარჩენი საქმე. დილით პირველ რიგში ჩაიტარეთ პროცედურა, შემდეგ ისაუზმეთ და გაემზადეთ სამსახურში წასასვლელად.

რისთვის არის სასარგებლო ეს ნაყენი?

ის ააქტიურებს ნაღვლის გათავისუფლებას, ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. ნაღველი მიედინება ღვიძლის ყველა სადინარში და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ნაღველი შლის ცხიმებს, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, გამოაქვს შლაკები.

რომელი ზეთი უფრო სასარგებლოა?

ამ პროცედურისთვის საუკეთესოა ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას.

თუ თქვენ არ გაქვთ ზეითუნის ზეთი, გამოიყენეთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, რადაგან ყველა მათგანს აქვს მსგავისი თვისებები. მათ აქვთ ქოლეტური ეფექტი, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ლიმონის წვენი

ამ პროცედურის ჩასატარებად აუცილებელი მეორე იგრედიენტი არის ლიმონი.

ლიმონს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. იგი ასტიმულირებს ნაღვლის გათავისუფლებას. მას აქვს სასარგებლო ეფექტი სასუნთქ გზებსა და ფილტვებზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტისგან, საშარდე გზებში შლის ქვიშასა და ქვებს, აძლიერებს სახსრებს.

ლიმონის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ მოცვის წვენი. მას აქვს უამრავი სამკურნალო თვისება, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აძლიერებს ორგანიზმს, სისხლძარღვებს, არის წნევის დამწევი საშუალება, იცავს ორგანიზმს ვიტამინის დეფიციტისგან, ათავისუფლებს საშარდე გზებს ქვიშისა და ქვებისგან.

გრეიფრუტის წვენი

ამ პროცედურის ჩასატარებლად შეიძლება გამოიყენოთ გრეიფრუტის წვენი. გრეიფრუტი სასარგებლო ციტრუსია. მას აქვს ნაღვლის გათავისუფლების ეფექტი, დაბლა წევს წნევას. ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღთა სისტემას.

რა შედეგს მიიღებთ?

თუ ყოველ დილით უზმოზე  დალევთ მომზადებულ ნაყენს, თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას, ნაწლავების მოძრაობა გახდება სწრაფი და მყისიერი, რაც გაგრძნობინებთ სიმსუბუქესა და თავისუფლებას, კანის მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ.

ღვიძლი სისხლის მთავარი საბადოა და თუ ღვიძლი იქნება თავისუფალი, მის მიერ წარმოქმნილი სისხლიც იქნება სუფთა.

უჯრედების, ორგანოებისა და სხეულის სისტემების კვება სრულყოფილი გახდება, ისინი უზადოდ იმუშავებენ, გაუმჯობესდება გულის მუშაობაც და იგრძნობთ ენერგიის მომატებას.

ღვიძლის გაწმენდას კიდევ ერთი დადებითი შედეგი მოაქვს. დროთა განმავლობაში თქვენ აღარ გიზიდავთ ცხიმიანი, შემწვარი, მრავალპროდუქტიანი საკვები და იღებთ ჯანსაღ საკვებს: ხილს, ბოსტენეულს, მარცვლეულს.

მოამზადეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის სამკურნალო ნაყენი და მიიღეთ ყოველ დილით მშიერ კუჭზე.

მოცემულ პროპორციებს ნუ გადააჭარბებთ.