შვეიცარიაში საშიში დაავადებების დიაგნოზის დასმის ახალი ხერხი მოიფიქრეს

მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, მათი სერიოზული დაავადებების დიაგნოზი ნაადრევად რომ გამხდარიყო ცნობილი. თუმცა, მალე მსგავსი აღმოჩენების გაკეთება შესაძლებელი იქნება და სერიოზული დაავადებების განკურნებას დროულად შეძლებენ ექიმები.

კიბოს მსგავსი დაავადებების ერთ-ერთი საგანგაშო ნიშანი ჰიპერკალციემიაა, რომლის დროსაც თქვენ სისხლში კალციუმის დონე ზედმეტად მაღალი ხდება. შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს უჯრედები, რომლებიც მუქ ფერს იღებს მაშინ, როდესაც პაციენტის ორგანიზმში ჰიპერკალციემია იწყებს განვითარებას. ამის დახმარებით ეს უჯრედები კიბოს გაჩენის სიგნალს მისცემენ ექიმებს.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა უჯრედები ავადმყოფ და ჯანმრთელ თაგვებს გადაუნერგეს. ისინი გამუქდა იმ ცხოველებში, რომლებსაც კიბო ჰქონდათ, ხოლო ჯანმრთელ თაგვებში მათ ცვილებები არ განუცდიათ.

ამ კვლევების მიხედვით პროფესორმა მარტინ ფუსსენეგერმა მის გუნდთან ერთად შექმნა სპეციალური უხილავი იმპლანტი, რომელიც კანის ქვეშ თავსდება და ადამიანს არ აწუხებს. კალციუმის დონის გაზრდის შემთხვევაში ეს ტატუ პიგმენტის წარმოებას იწყებს და კანის ზედაპირზე მუქი წერტილი ჩნდება.

ტატუ გვეხმარება ამ ოთხი ტიპის კიბოს ნაადრევად აღმოჩენაში:

  • მკერდის კიბო
  • ფილტვების კიბო
  • პროსტატის კიბო
  • მსხვილი ნაწლავის კიბო

მეცნიერების თქმით ჰიპერკალციემია ასევე სხვა ისეთი სერიოზული დაავადებბების სიმპტომიცაა, რომლებიც როგორც წესი უსიმპტომოდ ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მკერდის კიბო ნაადრევი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში 98 პროცენტიანი განკურნების შანსით გამოირჩევა, თუმცა გვიან აღმოჩენილი სიმსივნის შემთხვევაში 4 ქალიდან მხოლოდ 1 ქალს აქვს გამოჯანმრთელების კარგი შანსი.

საჭიროა კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული კვლევის კურსის ჩატარება იქამდე, სანამ ადამიანებზე დაიწყება ამ გამოგონების დატესტვა. მსგავსი პროცესი მთელი დეკადის განმავლობაშიც კი შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა მისი დასრულებისას მართლაც იდეალურ შედეგს მივიღებთ.