მშვენიერი სქესისი წარმომადგენლების ნატვრაა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ სილამაზეს და ამისთვის თანხას არ იშურებენ.
არსებობს იაფი და მარტივი კოსმეტიკური სშუალება. ის თქვენს კანს დაუბრუნებს ახალგაზრდობას. ეს არის ჯადოსნური აევიტი, რომელიც A და E ვიტამინის ნარევია.
რა სარგებლობა მოაქვს აევიტს კანისათვის?
A და E ვიტამინი კანს უნარჩუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს. ეს ვიტამინები ძლიერი ანტიოქსიდანტებია.
A ად E ვიტამინის კომბინაციის უპირატესობები:
- გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
- ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება.
- აუმჯობესებს სახის კანის ფერს.
- კანის სიმტკიცე და ელასტიურობა, მგრძნობელობის შემცირება და სწრაფი აღდგენა.
- შეამცირეთ ფორები და მოიცილეთ გამონაყარუ.
- გაძლიერებული აღმდგენი ეფექტის წყალობით, აკნეს კვალი სწრაფად გაქრება.
აევიტი გარეგანი მოხმარებისთვის მცირე ალერგიული რეაქციების გარდა უსაფრთხოა, ხოლო მისი შინგანი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე სასარგებლო ვიტამინის გადაჭარბებული დოზით მიღებაც კი თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემს შეუქმნის.
რეკომენდებულია აევიტი სახისთვის გამოიყენოთ მაშინ, როცა:
- კანი ცხიმიანი და პრობლემურია.
- კანი გამომშრალია.
- დერმატიტი, ფსორიაზი. აევიტი აძლიერებს კანის იმუნიტეტს და გაგათავისუფლებთ პრობლემებისგან.
- სობორეა და თმის ცვენა. ეს არის სახის კანის პრობლემა, რომელსაც აევიტის გარეგანი მოხმარებით განკურნავთ.
აევიტის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
სუფთა სახით
ნემსით კაფსულა გახსენით და ვიტამინი წრიული მოძრაობით სახეზე შეიზილეთ, სანამ კანი კარგად არ შეიწოვს. პროცედურა ჩაიტარეთ ღამე, რადგან ამ დროს კანი შთანთქავს სასარგებლო ნივთიერებებს.
თუ პროცედურას ჩაიტარებთ ყოველ საღამოს, 10 დღის შემდეგ უკვე შედეგს დაინახავთ. აევიტი სახის კანს ათავისუფლებს გამონაყარისა და ნაოჭებისგან. ის აფერხებს დაბერების პროცესს.
როგორც ღამის კრემის დანამატი
ამის ორი გზა არსებობს: პირველი რამდენიმე წვეთი აევიტი დაამატეთ თქვენს ღამის მალამოს.
მეორე-აევიტი თქვენი მალამოს წასმიდან ნახევარი საათის შემდეგ წაისვით. გამოყენების ორივე გზა ეფექტურია და ერთნაირი შედეგი აქვს.
ნაოჭების მოშორება და სახის ნიღბები
აევიტი ნაოჭების საწინააღმდეგო და ნაადრევი დაბერების შეფერხების უძლიერესი საშუალებაა.
- კაფსულა გახსენით და მასა დაამატეთ აღმდგენ ნიღაბს.
- მე აევიტს ვამატებ ყავის ნიღაბს (ყავა, შაქარი, კარაქი, აევიტი).
- ამ ნიღბების შემდეგ თქვენი კანი საოცრად მიმზიდველია.
აევიტი გამონაყარის წინააღმდეგ
თუ გსურთ აბეზარ გამონაყარს თავი დააღწიოთ, აევიტი დაიტანეთ მარლის ფირფიტაზე და სახეზე წაისვით. ის ამცირებს ფორებს და ერთი კვირის შემდეგ საოცარი ეფექტი გექნებათ.
აევიტის გამოყენება ფრჩხილებისა და თმის დასაცავად
ფრჩხილების გასაზრდელად
აევიტის კაფსულა გახსენით და მასა შეიზილეთ ფრჩხილებზე. პირველივე გამოყენების შემდეგ ფრჩხილები გახდება ელასტიური. თუ კვირაში 3-4- ჯერ ღამით შეიზელთ აევიტს, თქვენი ფრჩხილები შეწყვეტს გაყოფას, მტვრევას და დაიწყებს სწრაფად გაზრდას.
აევიტი თმის მკვებავი
აიღეთ რამდენიმე კოვზი ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთი, დაამატეთ 2 კაფსულა აევიტი და შეიზილეთ ჯერ ძირებზე, მერე კი თმის მთელ სიგრძეზე. კარგად შეიფუთეთ და დაიტოვეთ 30 წუთით, შემდეგ კი დაიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
ნიღაბი კვერცხის გულით
2 კვერცხის გულს დაამატეთ 2 კაფსულა აევიტი. მომზადებული ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებზე და შემდეგ მთელ სიგრძეზე, შეიფუთეთ და 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.
გირჩევთ, ნუ დახარჯავთ ზედმეტს. იაფი და საოცრად ეფექტური საშუალება იზრუნებს თქვენს სილამაზეზე და დაგიცვათ ნაადრევი დაბერებისგან.
თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!