მიშელ მონტინიაკის ვარაუდით, გასუქება ხშირად პანკრეასის მუშაობის დარღვევასთან არის დაკავშირებული, რომელიც სისხლში ჭარბ ინსულინს ათავისუფლებს და ნახშირწყლების ცხიმების სახით გადამუშავებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, მისი მეთოდის მთავარ არსს გლიკემიური ინდექსის დიეტოლოგიური გაგება წარმოადგენს. გლიკემიური ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად იზრდება სისხლში შაქროს დონე ამა თუ იმ პროდუქტის მიღების შემდეგ. რაც უფრო მაღალია გლიკემიური ინდექცი, მით უფრო ცუდია ჩვენი სხეულის ფორმებისთვის. სწორედ ამიტომ, მონტინიაკი გირჩევთ, დაბალი გლიკემიური ინდექსის (წონაში დასაკლებად 55-ზე მაღალი არა) პროდუქტები მიირთვათ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: გლიკემიური ინდექსი
პროდუქტებს შეიძლება მაღალი, საშუალო ან დაბალი გლიკემიური ინდექსი ჰქონდეთ.
მაღალი გლიკემიური ინდექსი (70-ზე მეტი): ყველა ხორბლის ფქვილის ნაწარმი, პირველ რიგში საფუარის და ფენოვანი ცომი. სასმელებიდან – ლუდი, ბურახი, კოლა, ლიმონათი, ტკბილი წვენი და მორსი. ბოსტნეულიდან და ხილიდან – კარტოფილი (მოხარშულის გარდა), პარკოსანი პროდუქტები, საზამთრო, გოგრა, ჩირი, ყურჩენი, შაქარი, ჟელატინი, ყურძნის შაქარი, რძიანი შოკოლადი, კანფეტი. გარნირიდან – სწრაფი მომზადების ბრინჯი, სიმინდის ფანტელი, შაქრიანი მიუსლი და ჩიფსები.
საშუალო გლიკემიური ინდექსი (55-დან 70-მდე): ჭვავის პური და უხეშად დაფქული ფქვილის ნაწარმი. ბოსტნეულიდან და ხილიდან – ჭარხალი, სტაფილო, მწვანე ბარდა, ქიმშიში, ანანასი, ბანანი, ნესვი, გარგარი, კივი, მანგო, პაპაია, თაფლი, ბრინჯი, მანანის ბურღული, სიმინდი, პოპკორნი, მოხარშული კარტოფილი.
დაბალი გლიკემიური ინდექსი (55-ზე ნაკლები): სასმელებიდან – ვაშლის და ფორთოხლის უშაქრო წვენი, ბოსტნეულის წვენი, სოიოს რძე. ბოსტნეულიდან და ხილიდან – გრეიფრუტი, ალუბალი, ქლიავი, მწვანე ვაშლი, ატამი, მსხალი, მწვანე სალათი, კაკალი, სოკო, მწარე შოკოლადი (მინიმუმ 80% კაკაოს შემცველობით), ხორბლის აღმონაცენები, ველური ბრინჯი, რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი და კვერცხი.
ამ დიეტის დაცვის დროს დანაწევრებული კვების პრინციპი უნდა დაიცვათ. 20-ზე მეტი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები და ცხიმის შემცველი პროდუქტები ერთად არ უნდა მიიღოთ – ნებისმიერი ხორცი, თევზი, ფრინველი, მაიონეზი, ყველი, მცენარეული და ცხოველური ცხიმი: ხორცი კარტოფილით, მაკარონით და გასუფთავებული ბრინჯით. ამასთან მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, კომბოსტო ან სოკო როგორც ცხიმიანი (ხორცი, თევზი, ფრინველი) კერძის გარნირი შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. საკვების მიღებებს შორის, როცა ერთი მათგანი ცხიმიან საკვებს (ხორცი, ფრინველი, თევზი, ზეთი), მეორე კი ნახშიწყლებს (პური, მაკარონი, კარტოფილი, სახამებელი) წარმოადგენს, 3 საათი უნდა გავიდეს. რაციონში რაც შეიძლება ბევრი დიეტური უჯრედისი უნდა იყოს: სალათები, პარკოსანი პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული და ხილი.
მონტინიაკის დიეტა ორ ფაზად
- პირველი ფაზა წონის დაკლებისკენ არის მიმართული, მეორე კი მისი შენარჩუნებისკენ. პირველი ფაზა რიგ პროდუქტებს სრულად გამორიცხავს და დანაწევრებული კვება განსაზღვრული პროდუქტების ნაკრებით აუცილებლად უნდა დაიცვათ.
- მონტინიაკის დიეტის მეორე ფაზა უფრო მარტივია: ზოგჯერ ცხიმის და ნახშიწყლების კომბინაციის მიღება შეიძლება, მაგრამ მიშელი გირჩევთ ასეთი საკვების წინ უჯრედისით მდიდარი სალათი მიირთვათ. პური და ფქვილის ნაწარმი, შაქარი რაციონიდან კვლავ ამოღებული უნდა გქონდეთ. კარაქი მცენარეულით ჩაანაცვლეთ. მიშელ მონტინიაკი რაციონიდან ალკოჰოლს სრულად გამორიცხავს.
პირველი ფაზა სასურველი წონის მიღწევამდე გრძელდება. მეორე ფაზა სურვილის მიხედვით, იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც იდეალური ფორმების ქონა გსურთ. იდეალური იქნება, თუ მეორე ფაზას მთელი ცხოვრება დაიცავთ.
მონტინიაკის დიეტის დადებითი მხარე
- ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება
- მენიუს დაცვის სიმარტივე
- მარილზე შეზღუდვის არ არსებობა
- დიეტის დაცვის შემთხვევაში გრძელვადიანი შედეგი
მონტინიაკის დიეტის უარყოფითი მხარე
- როგორც ნებისმიერი დიეტა, ის სრულად დაბალანსებული არაა და ხანგრძლივად ასეთმა კვებამ შეიძლება ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს. ამას თავიდან აიცილებთ, თუ ექიმთან შეთანხმებით ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებს დანამატების სახით მიიღებთ. ამავეს მოითხოვს სისხლში ნახშირწყლების (შაქრის) დონის დარეგულირება – მონტინიაკის დიეტის გამოყენება შაქრიანი დიაბეტის დროს აკრძალულია.
- დიეტის განმეორებით დაცვის დიდი შუალედი ( 2 თვე).
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.