მეტეორიზმსა და გაბერილ მუცელს სწრაფად მოიშორებთ, თუ ფინჯან ნატურალურ სასმელს მიირთმევთ

მეტეორიზმის საწინააღმდეგო მარტივი ხალხური საშუალებები გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან და შეგიმცირებთ წელის გარშემოწერილობას.

არსებობს მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან, ნაწლავებში დაგროვილი აირებისგან.

მეტეორიზმის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

აირების დაგროვებას იწვევს შემდეგი საკვები პროდუქტები: ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ოსპი, ბარდა, გაზიანი სასმელები, ხახვი, რძის ნაწარმი და სხვა პროდუქტები.

კუჭი და ნაწლავები ვერ ამუშავებენ ზედმეტ საკვებს, რაც იწვევს აირების დაგროვებას.

საკვების არასწორი დაღეჭვა, დიდი ლუკმები ძნელად ასათვისებელია და მათ გადასამუშავებლად დიდი დრო  სჭირდებათ.

სტრესი, დაძაბულობა, საღეჭი რეზინი, მოწევა, გაზიანი სასმელები,ზოგიერთი მედიკამენტები იწვევს მეტეორიზმს.

გირჩევთ გამოიყენოთ ხალხური საშუალებები მეტეორიზმის წინააღმდეგ. შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო, მარტივ რჩევასა და რეცეპტს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ პარკოსნები იწვევს მეტეორიზმს, თუ თქვენ ეს პროდუქტები ძალიან გიყვართ და ვერ თმობთ. გირჩევთ, რომ მომზადებამდე ჩაალბეთ წყალში, რომელშიდაც დაამატებთ 1 ჩ. კ. ჯანჯაფილს, აადუღეთ, გამორთეთ და გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გარეცხეთ და ჩვეულებრივ მოამზადეთ.

მეტეორიზმისგან გაგათავისუფლებთ სასმელი, რომლის იგრედიენტებია: 2 ჩ. კ. ლიმონის წვენი, 2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი, 2 ჩ. კ. თაფლი და 1 ჭიქა თბილი წყალი.

საუზმემდე შეჭამეთ 2-3 ცალი მდოგვის თესლი და მიაყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, გაზარდეთ რაოდენობა 12-მდე (ყოველ დღე დაამატეთ თითო მარცვალი) და შემდეგ დაიწყეთ თითო მარცვლით კლება.

მეტეორიზმით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად მუცელზე მცირე ხნით დაიდეთ სათბურა.

ტკივილს შეგიმსუბიქებთ კომპრესი, რომელიც მოამზადეთ შემდეგნაირად: ცხელი წყალს დაამატეთ კონიაკი ან კალენდულას წვეთები და მწიკვი ზღვის მარილი. კომპრესი დაიდეთ მუცელზე 30-40 წუთი.

ჩაი ნაწლავებში დაგროვილი აირების დასამშვიდებლად

მიირთვით ბალახების ჩაი კარდამონით, იგივე ილი, გვირილა, დარიჩინი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, ამცირებენ ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც იწვევენ გახრწნას და აირების წარმოქმნის ზრდას.

რეკომენდებულია ჭამის შემდეგ მიიღოთ 1 ფინჯანი ჩაი, რომელიც მომზადებულია 1 ლ. წყლითა და 1 ჩ. კ. კამის თესლით.

უსისმოვნო შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ შემდეგი ნარევი: 1 ფინჯან ადუღებულ წყალს დაამატეთ 1 ჩ. კ. ორეგანო და ლიმონის ბალზამი, მოურიეთ და დააყოვნეთ 6-10 წუთის განმავლობაში. მომზადებული სასმელი მიიღეთ ჭამის შემდეგ.

ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ ნიახურის რამდენიმე ღერო და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მიიღოთ ჭამის წინ 100 მგ.

ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ 1 ჩ. კ. ბეგქონდარა და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ. კ. თაფლი. რეკომენდებულია დღეში მიიღოთ 1 ჭიქა.

მიიღეთ ეს უმარტივესი ხალხური რეცეპტები, გათავისუფლდით მეტეორიზმისგან, შებერილი მუცლისგან, მათგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისგან და შეგიმცირდებათ წელისა და მუცლის გარშემოწერილობაც.