თუ თქვენ გაწუხებთ ყაბზობა, შებერილობა და დარღვეული გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, აუცილებლად დაგაინტერესებთ სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტები.
მოცემული რეცეპტების მიხედვით ჩაის ამზადებთ სამკურნალო მცენარეებით.
1. ძირა, ქინძი, კამა
ძირის, ქინძისა და კამის თესლების კომბინაცია ამშვიდებს კუჭს და საუკეთესო დამხმარეა მუცლის შებერილობისა და ანთებითი პროცესების დროს. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ ცოტა-ცოტა, დაახლოებით მეოთხედი ჩაის კოვზი, დაასხით ცხელი წყალი, დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ 2-3 წუთი და დალიეთ თბილ-თბილი.
2. კამა, პიტნა, ჯანჯაფილი და გვირილა
მოცემული ინგრედიენტებით მომზადებული ჩაი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სამკურნალო მცენარეების ნაყენი ხსნის მუცლის შებერილობასა და სპაზმებს. კამა გამოყოფს ნაღვლის წვენს. პიტნა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას. ჯანჯაფილი ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას. გვირილა ხსნის სპაზმებს.
გამხმარ გვირილას დაამატეთ 1-2 ღერო ნედლი კამა, პიტნა (შეგიძლიათ გამხმარიც გამოიყენოთ), ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, დაასხით ცხელი წყალი და დალიეთ.
3. გვირილა, პიტნა, ძირტკბილა, ფორთოხლის ცედრა
მოცემული რეცეპტით მომზადებული ჩაი ხსნის მუცლის შებერილობას, სპაზმებს, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
4. ლიმონის ბალახი
სამკურნალო ბალახს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ლიმონის ბალახის ჩაის მიღება დასაშვებია ბავშვებისთვისაც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!