ყავა – ეს საოცრად არომატული სასმელი მრავალი ადამიანისთვის დღის ენერგიული დასაწყისია. ბუნებრივი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით არის გაჯერებული, აგრეთვე მას კოსმეტიკური ხაზითაც იყენებენ.
სტატიაში ვისაუბრებთ ყავის ნარჩენის, ე. წ. ნალექის სასარგებლო თვისებების შესახებ და შემოგთავაზებთ რამდენიმე პრობლემას, რომელთა მოგვარებაშიც დაგეხმარებათ ეს ნატურაალური საშუალება.
ოთხფეხა მეგობრებისთვის
ყავის ნალექი დახმარებით შეძლებთ თქვენი ძაღლი გაათავისუფლოთ რწყილებისგან. თქვენს ოთხფეხა მეგობარს დაბანვის შემდეგ შეაზილეთ ყავის ნალექი და ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბანეთ. ძაღლს ყურადღება მიაქცით, რომ ნალექი არ შეჭამოს.
თვალების შეშუპების მოსახსნელად და შავი ტომრების მოსაშორებლად
ყავის ნალექი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც გამწმენდი საშუალება და მისი დახმარებით შეიმციროთ თვალის გარშემო ადგილებში მკვეთრად გამოხატული სიშავე.
ქოქოსის ზეთისა და ყავის ნალექის ნაზავს შეუძლია გაგათავისუფლოთ თვალის ქვემოთ არსებული ტომრებისგან და აგრეთვე დამახასიათებელი სიშავისგან. იგრედიენტები იმ რაოდენობით აიღეთ, რომ მიიღოთ სქელი მასა. წაისვით თვალების გარშემო და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
უზრუნველჰყოფს თმის სწრაფ ზრდას
ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. დაბანამდე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ყავის ნალექი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სანელებელი
ნალექი დაამატეთ ხორცს ან ბოსტნეულს, რომელიც გრილზე უნდა შეწვათ.
შეღებეთ ძველი ხის სკამი
1 ს. კ ნალექი შეურიეთ თეთრ ძმარში და მომზადებული ნარევით შეღებეთ ხის კამი და გააჩერეთ 24 საათი. თუ გსურთ, რომ უფრო მუქი ფერი გამოვიდეს, კიდევ შეღებეთ. აუცილებლად მოაშორეთ ზედმეტი ნალექი.
ამცირებს ცელულიტს
ყავის ნალექი ცელულიტის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთეთ მასაჟი ყავის ნალექით.
ბუნებრივი გამწმენდი საშულება
ყავის ნალექი კარგად შეაზილეთ ტილოს და შეუდექით სამზარეულოს ზედაპირის ან შეღებილი ქოთნების გაწმენდას.
ანოყიერებს ნიადაგს
ეს ბუნებრივი პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებით ანოყიერებს ნიადაგს და ხელს უწყობს სტაფილოსა და კომბოსტოს გაზრდას.
აცლის კანის მკვდარ უჯრედებს
ყავის ნალექი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, ამიტომ ის ეფექტურია მკვდარი კანის მოსაშორებლად.
ბუნებრივი დეოდორანტი
თუ გსურთ, რომ თქვენი მაცივარი დაიცვათ უსიამოვნო სუნისგან, პატარა თასით შედეთ ყავის ნალექი.
მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება
ყავის ნალექი ეფექტური საშუალებაა ბაღის მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მოასხით თქვენი ბაღის კიდეებზე ყავის ნალექი და დაიცავით ის მავნებლებისგან, როგორიცაა მაგალითად, ლოკოკინა.
ბუნებრივი სასუქი
ყავის ნალექი ნიადაგს ანოყიერებს აზოტით, კალციუმით, ფოსფორით, აუმჯობესებს აერაციას და წყლის შეკავებას.
დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევთ, ნუ გადაღვრით დარჩენილ ნალექს და ისევ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს ნატურალური პროდუქტი.