მოამზადეთ ეს აბაზანა ფეხებისთვის. ის დაამარცხებს სიმძიმის განცდას, სოკოს, ტკივილსა და დაღლილობას

დამღლელი დღის შემდეგ უებარი საშუალებაა დეტოქსიკაციური ვანა, რომელიც მოგიხსნით ტკივილს, სიმძიმესა და დაღლილობას.

1. ზღვის მარილი და მაგნიუმის სულფატი უებარია დაღლილი ფეხების მოსადუნებლად.

აბაზანას დაამატეთ ჭიქის მეოთხედი ზღვის მარილი და 25 გრ მაგნიუმის სულფატი. ეს აღადგენს მაგნიუმის დონეს და აძევებს ტოქსინებს, ხსნის ტკივილსა და დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს, არბილებს კანს. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთია.

2. ვაშლის ძმარი საოცრად ეფექტური საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად.

აბაზანას დაამატეთ ჭიქის მეოთხედი ვაშლის ძმარი, რომელიც მოგიხსნით დაღლილობას. თუ თქვენ გაქვთ სოკო, მაშინ ძმრის რაოდენობა შამცირეთ ან პირიქით გაზარდეთ წყლის რაოდენობა.

ეს ბუნებრივი პროდუქტი კოჟრების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. აგრეთვე გაგიქრობთ სოკოს, დაგირბილებთ კანს, მოგიხსნით დაღლილობას და განკურნავს ანთებით პროცესებს. აგრეთვე დაგეხმარებათ ფეხის არასასიამოვნო სუნი გაქრობაში.

უმჯობესია, გამოიყენოთ სახლის პირობებში მომზადებული ვაშლის ძმარი, რომლის მომზადებასაც იხილავთ ვიდეო რგოლში.

3. სოდის დახმარებით მოადუნეთ ფეხები.

ფეხებისთვის მომზადებულ აბაზანას დაამატეთ ჭიქის მეოთხედი სოდა, რომელიც ანეიტრალებს წყალში ქლორის დონეს. ვანა მოგიხსნით დაღლილობას, გაგათავისუფლებთ სოკოსგან და არასასიამოვნო სუნისგან.

ეთერზეთები ფეხების მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

  • ლავანდის ეთრზეთს აქვს მოსადუნებელი ეფექტი.
  • პიტნის ეთერზეთი ხსნის ტკივილს.
  • პაჩულის ეთერზეთი გაგიქრობთ ფეხის არასასიამოვნო სუნს
  • ევკალიპტის ეთრზეთი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ.
  • ჩაის ხის ეთერზეთი გაგიქრობთ სოკოს.

რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაიტანეთ ცოტა ზღვის მარილზე და შემდეგ დაამატეთ წყალს. ფრთხილად გამოიყენეთ ეთერზეთები. მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის სასურველი.

მოცემული რეცეპტების მიხედვით მიღებული ვანების შემდეგ ფეხებზე შეიზილეთ მცირე რაოდენობის ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. დაუყონებლივ იგრძნობთ ეფექტს.

ნუ დაიზარებთ, გულდასმით ჩაიტარეთ მკურნალობა და გათავისუფლდით სხავდასხვა პრობლემებისგან.

გახსოვდეთ ჯანმრთლობა პირველ რიგში!