როგორ გავრეცხოთ ბალიშები სწორად

ნებისმიერ ჩვენგანს, დიდი ალბათობით, ბალიშის ხსენებაზე ბევრი კარგი რამ ახსენდება. ამ შეუცვლელი პარტნიორის დამსახურებაა ჩვენი კომფორტული წოლა საწოლზე და სრულყოფილად დასვენება. სწორედ ბალიშს ვეხუტებით ყველაზე მაგრად, რადგან იგი ჩვენი წინამძღოლია ძილის სამეფოში, რომელიც ყოველი დღის ბოლოს ჩვენთვის ასეთი სასურველი ადგილია.

თუმცა, ხანდახან ბალიშსაც სჭირდება დახმარება: იგი ისევე ისვრება, როგორც საწოლის თეთრეული. ამასთან, დიასახლისები მეტ ყურადღებას უთმობენ ზეწრებსა და საბნისპირებს, ბალიშის შემავსებლების რეცხვაზე კი არც ფიქრობენ – ეს ხომ რთულია და დიდი დრო სჭირდება. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ბალიშები სარეცხ მანქანაში ისე, რომ იდეალურად სუფთა გახდეს.

როგორ გავრეცხოთ ბალიში

ყველაზე კარგად ირეცხება ბალიში სინთეტიკური შემავსებლით. მაგალითად, სინთეტიკური ქაფის ნაკეთობის გარეცხვა მანქანაში 40 გრადუსამდე წყალში შეიძლება. აი, ჰოლოფაიბერით შევსებული ბალიში 80 გრადუსსაც კი იტანს.

რაც შეეხება ბალიშებს ბამბუკის შემავსებლით, ნებისმიერ ტემპერატურაზე შეგიძლიათ მათი გარეცხვა. თუმცა, ასეთი ნაკეთობის გაშრობა მხოლოდ ჰორიზონტალურად შეიძლება. თუ სხვანაირად გააშრობთ, ბალიშის ნაცვლად მიიღებთ ბურთულებით სავსე ტომარას.

მიკრობებთან და მტვერთან გამკლავებისთვის, გამოიყენეთ თხევადი საპონი ან შამპუნიც კი. ასეთი წმენდის შემდეგ არც კვალი და არც სუნი არ დარჩება. ბალიში მხოლოდ ხელით უნდა დაწურო. ავტომატური რეჟიმი მას უფორმო ბურთულად აქცევს, რომელზეც ვეღარ დაიძინებთ. ამასთან, არ შეიძლება ბალიშის დაგრეხაც – მხოლოდ დაწოლა და დაწურვა.

აი ლატექსის ბალიშების რეცხვა კი არ შეიძლება – ისინი მხოლოდ მტვერსასრუტით უნდა გაიწმინდოს.ამასთან, ლაქები სველი ხელსახოცით უნდა მოაშოროთ. ასეთი წმენდა, რა თქმა უნდა, ჭუჭყებსა და მიკრობებს ვერ მოგაშორებთ, ამიტომ ბალიში 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა შეცვალოთ. იგივე ეხება ანტისტრესულ ნაკეთობებსაც, რომლებშიც შემავსებლის როლს ასრულებს წიწიბურა, სელის თესლი, კენკრის წიპწები და სხვ.

ცალკე უნდა აღინიშნოს ბუმბულისა და ბამბის ბალიშებიც. ეს ნაკეთობები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მათი წმენდა საშინაო პირობებში – საკმაოდ რთული პროცესია. მკვრივი ბუმბულის ბალიში ცუდად ატარებს წყალს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას გაჭრით, შიგთავსს კი გადაანაწილებთ სხვა ბალიშისპირებში და ასე გარეცხავთ. ამასთან, ასეთი რეცხვა რამდენიმე ეტაპად სრულდება.

  1. საპნის ხსნარს დაუმატეთ 1 კოვზი ნიშადურის სპირტი. ამ მასაში ჩაალბეთ ბუმბულიანი ბალიშისპირები. ნიშადური საჭიროა მიკრობების მოსაკლავად, ამასთან, იგი შესანიშნავად წმენდს თეთრეულს.
  2. კარგად გაავლეთ.
  3. დაწურეთ ხელით დაგააშრეთ. შრობისას გატენილი თეთრეული ხშირად დაბეგვეთ და გადაატრიალეთ, ბუმბულის გროვები რომ არ გაჩნდეს.
  4. აცადეთ ტომრებს კარგად გამოშრობა, შემდეგ კი გახსენით და მთელი ბუმბული თავის პირს დაუბრუნეთ. ახლა ბალიშს სისუფთავისა და სიახლის სუნი ექნება, რაც მხოლოდ დადებითად აისახება თქვენი ძილის ხარისხზე.

ბუმბულით ან ბამბით სავსე ბალიში უნდა გარეცხოთ მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა. სიცხეში წყალი გამოშრელა, ყინვისას კი – გაიყინება. საშუალო ტემეპრატურაზე კი ბალიშის გაშრობას ზედმეტად დიდი დრო დასჭირდება და მასში მავნე მიკროორგანიზმები სწრაფად გამრავლდება.

ბალიშის რეცხვა სარეცხ მანქანაში სავსებით დასაშვებია, თუ სწორ რეჟიმს აირჩევთ: ხელით ან დელიკატური რეცხვის რეჟიმს. კონდიციონერი არ გამოიყენოთ – იგი ბუმბულებს დაჭმუჭნის, შემდეგ ბალიშის დაბერტყვა იქნება საჭირო. აი, თუ თქვენს მანქანას ცხელი ორთქლით რეცხვის ფუნქციაც აქვს, თამამად ჩართეთ. ამასთან, გირჩევთ, ბალიში შრობის ციკლებს შორის დაბერტყოთ – ასე უფრო ფუმფულა იქნება.

ბალიშების რეცხვა დამღლელი, თუმცა აუცილებელი პროცესია. ბუმბულისა და სილიკონის ბალიშების რეცხვა რეკომენდებულია წელიწადში ოთხჯერ, ბამბუკისა კი – ყოველ 2 საათში. სინთეტიკური ბალიშები წელიწადში ერთხელ უნდა გაირეცხოს, არაუმეტეს. რაც შეეხება სხვა ტიპის ბალიშებს, ისინი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაირეცხოს.