ეს საშუალება ბოლომდე გაგიწმედთ თავის ტვინის სისხლძარღვებს და დაგავიწყებთ თავის ტკივილს

თავის ტვინისთვის სისხლძარღვების გაწმენდა აუცილებელი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოსტეოქონდროზიდან დაწყებული ათეროსკლეროზით დამთავრებული.

სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდა გაგათავისუფლებთ თავის სიმძიმისგან, გაგიქრებათ თავის ტკივილი, გაგიღრმავდებათ ცნობიერება და გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

შემოგთავაზებთ თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდ 5 ეფექტურ და გამოცდილ მეთოდს :

1-ლი მეთოდი: თაფლი და კაკალი

აიღეთ 5-6 ნიგოზი, გაატარეთ და აურიეთ 1 ს. კ. ცაცხვის თაფლში, დაამატეთ მწიკვი დაფქვილი დარიჩინის და ჯანჯაფილი, კარგად აურიეთ და ერთი ღამით შეინახეთ მაცივარში. ეს უძლიერესი ბუნებრივი საშუალება მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მე-2 მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი

აიღეთ ჭიქის მესამდეი ხახვის წვენი, აურიეთ 1 ჭიქა ნატურალურ თაფლში და მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გარდა იმისა, რომ ეს საშუალება ეფექტურ წმენდს სისხლძარღვებს, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მე- 3 მეთოდი: ყურძნის წვენი

ყოველდღიურად სადილისა და სამხრის წინ,  ნახევარი საათით ადრე, დალიეთ ნახევარი ჭიქა ყურძნის ნატურალური წვენი. შეგიძლიათ სატაფილოს ან ვაშლის წვენით შეცვალოთ.

დაიმახსოვრეთ, წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური.

მე-4 მეთოდი: ოროვანდის ნახარში

10 გრ ოროვანდის გამხმარი ფესვები ჩააყარეთ პატარა თერმოსში,  დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი, დადგით გრილ ადგილზე და მიიღეთ 4 ს. კ. საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა.

მე-5 მეთოდი: მანდარინი, ნიგოზი და ქიშმიში

ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლძარღვების გასაწმენდად, ყოველ დილით საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი მანდარინი, დაახლოებით მუჭა ქიშმიში და კაკლი. 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ 1 ჭიქა წყალი, რომელშიდაც არეულია 1 ჩ. კ. თაფლი და ლიმონის ნაჭერი. 10-15 წუთის შემდეგ მიირთვით საუზმე.

გამოიყენეთ მარტივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.