ზოგიერთი პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ძალიან ცუდ კვალს ტოვებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ისინი უარყოფითად მოქმედებენ არტერიულ წნევაზე, ქოლესტერინის დონეზე, იწვევენ გულის დაავადებებს, ალერგიას, დიაბეტს, სიმსუქნეს, დეპრესიას, ალცჰაიმერის დავადებას და სიმსივნეს.
შეეცადეთ ეს პროდუქტები არ გამოიყენოთ ან შეამცირეთ მათი მოხმარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
1. გაზიანი სასმელები
გაზიანი სასმელები თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მტერია. მათ შეუძლიათ დააზიანოს თქვენი ორგანიზმი, სახის კანიდან დაწყებული სისხლში შაქრის დონემდე.
გაზიანი სასმელების შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით შაქარი, კონსერვანტები და არც უშაქრო ვერსიაა მისაღები, რადგან იგი გაჯერებულია საზიანო ხელოვნური დამატკბობელით.
2. პამიდვრის სოუსი (კეტჩუპი)
პამიდვრის სოუსი- შენიღბული მკვლელი. ის შაქრის საბადოა და არც კი იცით, როცა ამ უწყინარ პროდუქტს ყიდულობთ, რომ ის თქვენი ჯანმრთელობის მტერია. პამიდვრის სოუს მივყავართ გასუქებამდე, დიაბეტამდე, გულის დაავადებებამდე.
თუ გსურთ, თავი დააღწიოთ ამ პრობლემებს, თქვენ თვითონ მოამზადეთ კეტჩუპი.
3. შაქარი
შაქარი იწვევს გლუკოზის დონის აწევას, ცხიმის გამომუშავებას, გულის დაავადებებს.
უარი თქვით შაქარზე და თავიდან აიშორეთ დიაბეტი, სიმსივნე, ჭარბი წონა და მთელ რიგ სხვა დაავადებათა საფრთხე. ცხობის დროს შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ თაფლი.
4. ხორცის დელიკატესები.
ხორცის დელიკატესები, როგორიცაა, ლორი, ბეკონი, სხვადასხვა სახის ძეხვეული შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, კონსერვანტებს. ეს ნივთიერებები ზრდიან დიაბეტით, სიმსივნით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების საფრთხეს.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საიმედო ადგილებში შეიძინეთ ნატურალური ხორცი და თქვენ თვითონ მოამზდეთ საყვარელი პროდუქტები.
5. მცენარეული ზეთი
ზეთი ჩვენი სამზარეულოს მნიშვნელოვანი პროდუქტია. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით საშიშ ტრანსცხიმებს, რომლებიც იწვევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, ჭარბ წონას, ალცჰაიმერს.
წაიკითხეთ შემადგენლობა და თუ აწერია, რომ ზეთი დამუშავებულია, მისგან თავი შორს დაიჭირეთ, რადგან შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნის ზრდას, სწრაფ დაბერებას და იწვევს უამრავ პრობლემას. ამ სიტუაციიდან ალტერნატიული გამოსავალია ზეითუნის ზეთი, კარაქი.
6. მარგანინი
მარგანინი არ არის სასარგებლო პროდუქტი. დაიმახსოვრეთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტია თქვენი კვების რაციონში. მარგანინი მზადდება ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთებისგან. ეს სუფთა ქიმიაა. ტრანს-ცხიმებმა შეიძლება დააზიანოს თქვენი გული, სისხლის უჯრედები და აგიწოით ქოლესტერინის დონე.
7. ჰოთ-დოგი
ჰოთ-დოგი შეიცავს უამრავ იგრედიენტს. ის გაჯერებულია კონსერვანტებით, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ჰოთ-დოგში ბევრი ნატრიუმი და ტოქსინებია, რომლებიც ზრდის სიმსივნით დავადების რისკს. თუ ასე ძალიან გიყვართ ჰოთ-დოგი მოამზადეთ შინ და ისიამოვნეთ.
8. კარტოფილის ჩიფსები
ყველა შემწვარი პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ისინი შეიცავს საშიშ ნივთიერებას აკრილამიდს. არც კარტოფილის ჩიფსებია გამონაკლისი. აკრილამიდი აძლიერებს მსხვილი ნაწლავის, საშარდე გზების, პრასტატის ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის რისკს.
მოერიდეთ კარტოფილის ჩიფსების შეძენას, მოამზადეთ ის სახლის პირობებში. კარტოფილი დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეითუნის ზეთში. უმჯობესია, ჩიფსები მოამზადოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.
9. სალთების სანელებლები და სოუსები
სოუსები სალათებისთვის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ხელოვნურ საღებავებს, სიმინდის სიროფს, რომელიც გაჯერებულია ფრუქტოზით.
გირჩევთ მათ ნაცვლად გამოიყენოთ ლიმონის წვენი, ვაშლის ძმარი ან ბალზამური ძმარი და ზეითუნის ზეთი.
10. ხელოვნური დამატკბობელი
ხელოვნური დამატკბობელი შაქარზე უფრო მავნებელია. შეიძლება ისინი ნაკლებ კალორიას შეიცავენ, მაგრამ ზრდის დიაბეტის რისკს, წევს სისხლის წნევას, მივყავართ გულის დაავადებებამდე და მეტაბოლურ სინდრომამდე.
შეგიძლიათ მათ ნაცვლად გამოიყენოთ თაფლი.
11. ალკოჰოლი
ალკოჰოლს არ მოაქვს ჯანმრთელობა ორგანიზმისათვის. ის ძალიან კალორიულია, აზიანებს ღვიძლს, იწვევს წონის მომატებას, დეპრესიას და კანის პრობლემებს.
დაიმახსოვრეთ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უამრავ ცუდ საქციელს ჩადის ადამიანი.
12. თეთრი პური და წინასწარ გადამუშავებული ფქვილი
ხორბალი სასარგებლოა და მაშასადამე პურიც სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ეს ასე არ არის. გადამუშავებული ფქვილით მომზადებული თეთრი პური მოკლებულია საკვებ ბოჭკოებს, მინერალებს, ვიტამინებს და გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით.
თეთრი პურის მიღებას მოჰყვება წონაში მატება, ფარისებრი ჯირკვლისა და ორგანიზმის დაზიანების რისკი.
13. შემწვარი ხორცი
ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხვდებიან ხორცში შეწვის პროცესში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას ქმნიან.
14. ენერგეტიკული ბატონი
ეს პროდუქტი საჭიროა სპორტსმენებისთვის, რომელთაც სწრაფად სჭირდებათ ენერგიის აღდგენა.
ენერგეტიკული ბატონი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სიმინდის სიროფს, ფრუქტოზას, კონსერვანტებს. გირჩევთ, მოერიდოთ კალორიებითა და ხელოვნური შაქრით გაჯერებულ აამ ტკბილეულს.
15. სწრაფი კვება
რა თქმა უნდა ყველას უყვარს ეს პროდუქტები, მაგრამ სწრაფი კვების პროდუქტები ძალიან მავნებელია თქვენი ორგანიზმისათვის. ისინი გაჯერებულია შაქრით, მარილით, კონსერვანტებით, საღებავებით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით.
სწრაფი კვების პროდუქტები ხელს უწყობს დიაბეტის, გულ-სისხძარღვთა დაავადებების, სიმსივნის ჩამოყალიბებას, წონის მომატებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას.
გირჩევთ, მოერიდოთ ამ პროდუქქტების გამოყენებას.
16. ხორბალი
ხორბალი შეიცავს უგლევოდებს, რომლებიც მოულოდნელად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ხორბალი იწვევს ინსულინის მაღალი დონით წარმოებას და წონის მომატებას.
თანდათანობით თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი დაიღლება, თქვენ გახდებით ინსულინისადმი რეზისტენტული და დაავადდებით დიაბეტით. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა კი ხელს უწყობს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას.
17. ფანტელები (სწრაფი საუზმე)
ფანტელები არ არის უვნებელი ორგანიზმისათვის, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს.
გირჩევთ, მიიღოთ შვრიის ფანტელები.
18. ხილის წვენები
ნუ ენდობით, პროდუქტის შეფუთვაზე არსებულ წარწერას 100%-იანი ხილი. კომერციული ხილის წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, საღებავებს, კონსერვანტებს და პასტერიზაციის დროს კარგავენ საკვებ ღირებულებებს.
გირჩევთ, თქვენი ხელით მოამზადოთ ნატურალური წვენები.
19. მარილი
მარილი დიდ როლს ასრულებს სისხლის წნევის დარეგულირებაში. თუ თქვენ დიდი რაოდენობით მარილს მოიხმართ, შეგაწუხებთ სისხლის მაღლი წნევა და გაიზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკი.
მარილის მოხმარების მთლიანად შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან მისი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია.
მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.