ასპირინი უძლიერესი საშუალებაა, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ. ეს იაფი პროდუქტი გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება, ასევე აღსანიშნავია, მისი ფართო გამოყენება კოსმეტოლოგიური ხაზით და კულინარიაში.
დღეს შემოგთავაზებთ ასპირინს, გარეგანი მოხმარებისთვის ნახეთქებისა და კოჟრების სამკურნალოდ.
პირველ რიგში აღარ შეგაწუხებთ ტკივილი და თქვენი დახეთქილი ქუსლები უსიამოვნო დასანახი არ იქნება.
მყარი კოჟრები ქუსლებზე ადვილად შეგიძლიათ მოიშოროთ ასპირინის საშუალებით. 5-6 ტაბლეტი ასპირინი დაფშხვენით ძალიან წვრილად, დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი და დესერტის კოვზი წყალი. მომზადებული ნარევი კარგდ წაისვით ქუსლებზე, კოჟრებზე, ხელსახოცი შემოიხვიეთ და ამოიცვით ცელოფანი.
5-10 წუთის შემდეგ მოიხსენით ცელოფანი, გაუხეშებული კანი იქნება დარბილებული. გამოიყენეთ პემზა, დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები და გათავისუფლდით აბეზარი ნახეთქებისგან. აუცილებლად წაისვით თქვენთვის ხელმისაწვდომი მალამო. კარგი იქნება თუ წინდას ამოიცვამთ და დაიტოვებთ მთელი ღამით.
პროცედურა ჩაიტარეთ სანამ თქვენი ქუსლების კანი არ გახდება გლუვი.