როგორ გამოვიყენოთ ცერეცოს თესლი ფიგურის კორექტირებისთვის და შეშუპების მოსახსნელად

ცერეცო ყველაზე ჯანმრთელი და ეფექტური საშუალებაა, რომელსაც შარდმდენი თვისებები იდეალურს ხდის სითხის შეკავების აღმოსაფხვრელად და მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად. ცერეცო მიეკუთნება კამისა და სტაფილოს ოჯახს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ფიტონუტრიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებასა და წონის დაკლებას.

ცერეცოს სრული სარგებელის მისაღებად, გთავაზობთ ჭარბი წონისა და ანთების საწინააღნდეგო სპეციალურ რეცეპტებს.

ჩაის სახით მიღება

თუ გსურთ, ბრტყელი მუცელი გქონდეთ, ცერეცოს ჩაი საუეთესო ვარიანტია, რომელიც მოამაზადეთ შემდეგი წესის მიხედვით: 2 ს. კ. ცერეცოს თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 20 წუთი. რეკომენდებულია მიიღოთ 1 ფინჯანი საუზმემდე, 1-სადილის შემდეგ და ერთიც-ვახშმის შემდეგ.

ცერეცო მინერალური წყლით

თუ გსურთ, გქონდეთ ბრტყელი მუცელი შემოგთავაზებთ კიდევ ერთ რეცეპტს. 1 ჩ. კ. ცერეცოს თესლს დაამატეთ 1 ჩ. ჭ. მინერალური წყალი.

ცერეცოსა და ქინძის ჩაი

თერმოსში ჩაყარეთ 1 ჩ. კ. ქინძი და 1 ს. კ. ცერეცოს თესლი, დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი. გააჩერეთ 20-30 წუთი, გადწურეთ და მიიღეთ დღეში მაქსიმუმ 3 ფინჯანი.

დაიმახსოვრეთ, გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.

დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ცერეცოს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის გაღიზიანება, გულძმარვა, ნაწლავის უსიამოვნო ტკივილი.

თუ გსურთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი გქონდეთ, გამოიყენეთ ცერეცოს თესლი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.