სამწუხაროდ, ახალგაზრდობა მარადიული არ არის, წლები გვემატება და ვბერდებით. პირველ რიგში სიბერის დამადატსურებელი ნიშნები ვლინდება კანზე. თვალების გარშემო გაჩენილი ნაოჭები, გაფართოებული ფორები და ასაკობრივი ლაქები სახის კანზე, ყელზე და მკერდზე.
ვცდილობთ, დავმალოთ ასაკთან ერთად სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე გაჩენილი ცვლილებები. დააკვირდით თქვენს ხელებს, რომლებიც ვერსდ დამალვიან ასაკს და სხვა ადგილებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ იმ აურაცხელი საქმის გამო, რომელსაც ადამიანი ხელების წყალობით ასრულებს.
ხელები რომ ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდნენ, საჭიროა მათი მუდმივი მოვლა.
ხელების მოვლის პროგრამაში სასწრაფოდ ჩართეთ შემდეგი პუნქტები:
1. გაწმენდა.
დაიბანეთ ხელები დამატენიანებელი სპინით შეეცადეთ, რომ საქმის კეთების დროს გამოიყენოთ ხელთათმანები და დასრულების შემდეგ წაისვით მკვებავიდა ან დამცავი მალამოები.
2. პილინგი.
შეძენილ მალამოებთან ერთად გამოიყენეთ საშინაო პირობებში დამზადებული ნიღაბი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური და ნატურალური იქნება.
ნიღაბის რეცეპტი:
- დარიჩინი
- ყავისფერი შაქარი
- ზეითუნის ზეთი
ყველა იგრედიენტი აურიეთ და მომზადებული ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე, შემდეგ დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ.
3. კვება
პილინგის შემდეგ კანი გაიწმინდება მკვდარი უჯრედებისგან და აუცილებლად წაისვით მკვებავი მალამო.
პროცედურის შემდეგ ხელებზე კანი დაგირბილდებათ და გაგიახალგაზრდავდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნიღაბი ან მალამო, რომლებსაც სახისთვის ამზადებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და თქვენი სხეულის სილამაზით დიდხანს ტკბობას.