იყო დრო, როცა თავს იწონებდით თქვენი სახის კანის სილამაზითა და სინორჩით, მაგრამ დრო გადის და წლებთან ერთად ნაოჭებიც მოგემატათ. მშვენიერი ქალბატონები ამ ფაქტს ვერ ეგუებიან და უამრავ საშუალებას იყენებენ კანის გასაახალგაზრდავებლად.
იმოქმედეთ დაუყონებლივ!
შემოგთავაზებთ სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს
ნიღაბის შემადგენელი იგრედიენტები ნატურალური და ყველასათვის ხელმისაწვდომია. პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი აღგაფრთოვანებთ.
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ნიღაბი გაწმენდილ სახეზე უნდა წაისვათ. შეიძლება ზოგიერთმა კომპონენტმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ მგრძნობიარე კანზე არ გამოიყენოთ თაფლი და დარიჩინი. მათ ნაცვლად გამოიყენეთ კვერცხის ცილა.
საჭირო იგრედიენტები:
- საკვები სოდა 3 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- თხევადი ვიტამინი E 1 ჩ. კ.
- დაფქვილი დარიჩინი მეოთხედი ჩ. კ.
- რძე ან ნაღები 4 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- აურიეთ ყველა იგრედიენტი: მიიღებთ სქელ მასას. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახესა და ყელზე. მოერიდეთ თვალისა და ტუჩის გარშემო ადგილებს. დაელოდეთ გაშრობას.
- დაელოდეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- პროცედურის შემდეგ ეფექტს დაუყონებლივ შეამჩნევთ. კანი გამოცოცხლდა, გახალისდა, ფორები გაიწმინდა.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე და კიდევ დიდი ხნით აღაფრთოვანეთ გარშემომყოფნი.