დღიური ვარჯიშის ეს 5 წუთიანი სისტემა, რომელიც ბიოლოგის და ათლეტის ჯეი მიულერის მიერაა გამოგონებული, დაგეხმარებათ სხეულის იდეალური ფორმების მიღებაში. რაც მთავარია, მისი შესრულება შეგიძლიათ სახლში, ოფისში, სანაპიროზე და ა.შ
წელის გვერდითი გადახრები
- დადგით ფეხები ერთმანეთთან ახლოს, შეკარით მუშტები და გადახარეთ წელი გვერდებზე. მარჯვნივ გადახრისას მოხარეთ მარცხენა ხელის იდაყვი და აწიეთ მაღლა.
- გაიმეორეთ იგივე გვერდებზე გაშლილი ხელებით, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით, თითების გადაჯვარედინებასთან ერთად..
- გაიმეორეთ იგივე პროცესი ფეხების მხრების სიგანეზე დადგმით.
ფეხების სწრაფი მოძრაობა
- სწრაფად აწიეთ და დაწიეთ მარჯვენა ფეხი, შემდეგ მარცხენა. გააგრძელეთ მსგავსი ვარჯიში მუხლების მოხრით და მკერდამდე რაც შეიძლება მაღლა აწევით, წინ გადახრის გარეშე.
- გაწიეთ მარჯვენა ფეხი უკან. შეანაცვლეთ ფეხები. გაიმეორეთ. ყოველ ჯერზე ეცადეთ თქვენს უკანა ნაწილს დაარტყათ ქუსლი. ფეხის ზედა ნაწილი უნდა შეინარჩუნოთ უძრავ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
- შესუნთქვისას გაიქნიეთ ერთი ფეხი სწრაფად და ძლერად. შემდეგ ამოსუნთქვაზე გააკეთეთ იგივე მეორე ფეხით. ეს მოქმედებები უნდა გავდეს ფეხით ბურთის დარტყმას.
ნელი ღრმა ჩაჯდომები
- დადგით ფეხები ფართოდ და ჩამოუშვით ხელები დაბლა. ნელა აწიეთ მკლავები იქამდე, სანამ ისინი მხრების დონეს არ გაუთანაბრდება და ჩაწიეთ საჯდომი დაბლა. ამ აქტივობისას ქუსლები არ უნდა მოშორდეს იატაკს.
- შეასრულეთ ღრმა შეუჩერებელი ჩაჯდომა ისე, რომ თქვენი ქუსლები იყოს შეტყუპებული და აწეული იატაკიდან.
- კვლავ ჩაჯექით შეუჩერებლად, ცალ ფეხზე დადგომით. გააგრძელეთ ეს აქტივობა ფეხების ჩანაცვლებით და მათი ერთმანეთის პარალელურად შენარჩუნებით.