3 მარტივი საშინაო საშუალება, რომელიც დეკოლტის ზონაზე გაჩენილ ნაოჭებს მოკლე ვადაში შეამცირებს

0
226

ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, სიმტკიცეს და ნაოჭების გაჩენა გარდაუვალია.

საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი და ნატურალური საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით შეძლებთ წვრილი ნაოჭების გასწორებას და ღრმა ნაოჭების საგრძნობლად შემცირებას.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული  მარტივი და საოცრად ეფექტური ნიღბების რეცეპტებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია ნიღბების  რეგულარულად გამოყენება.

გარდა ამისა, დატენიანებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით წყლისა და ნატურალური წვენების, სასურველია მწვანე წვენების მიღება.

1. კვერცხის, კიტრისა და ქოქოსის ზეთის ნიღაბი

მისი ეფექტურობა განპირობებულია კვერცხის გულში არსებული სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით და კიტრისა და ქოქოსის ზეთის წარმოუდგენელი ანტიოქსიდანტური ძალით.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კიტრი 1 ცალი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ პატარა კიტრი, გათალეთ, დაჭერით,  დაამატეთ კვერცხის გული, ქოქოსის ზეთი და დააბლენდერეთ.

მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და ყინულის კუბიკით გაიკეთეთ მასაჟი. ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

2. იოგურტის, ლუდის საფუვრისა და ხორბლის ჩანასახების ნიღაბი

უძლიერესი კომბინაცია ზრდის კოლაგენის წარმოებას, ატენიანებს კანს და ამცირებს ნაოჭებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იოგურტი (დანამატების გარეშე) 100 გრ
  • ლუდის საფუარი 1 ს. კ.
  •  ხორბლის ჩანასახების ან ქატოს, ან შვრიის ფაფა 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე და მკერდის ზონაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

3. ბანანის ნიღაბი

ნიღაბი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, უჯრედის რეგენერაციას, აღადგენს კანის ელასტიურობას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 1 ს. კ.
  • ასკილის ზეთი 1 ს. კ.
  • მწიფე ბანანი 1 ცალი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერსა და მკერდის ზონაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

ყოველ დილით აბაზანის მიღების შემდეგ დატენიანებულ კანზე წაისვით ქოქოსის ზეთი.

შემოთავაზებული ნიღბების გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. მომზადებული მასის მცირე ნაწილი წაისვით კანზე და დააკვირდით. თუ ალერგიული რეაქცია არ გამოიწვია, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გაიკეთოთ.