თუ გსურთ, რომ ჯანმრთელი და თეთრი კბილები გქონდეთ, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები, რომელთაც სტატიაში შემოგთავაზებთ.
დროის უქონლობისა და უსახსრობის გამო ჩვენს კბილებს ვერ ვაქცევთ სათანადო ყურადღბას. შემოგთავაზებთ მარტივ ხერხებს, რომელთა შემწეობითაც გექნებათ მომაჯადოებელი ღიმილი. ამისათვის ყოველ დღე მხოლოდ 2-3 წუთის გამონახვა დაგჭირდებათ. და რაც მთავარია საშუალებები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
1. ბანანის ქერქი
ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კბილების გამოხეხვის შემდეგ, ბანანის ქერქის შიგნითა ნაწილით 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები. ბანანის ქერქი შეიცავს ალიცინსა და ლიმონმჟავას. ამ საშუალების რეგულარულად გამოყენება მოგცემთ გასაოცარ შედეგს.
2. ნატრიუმის ბიკარბონატი
უძლიერესი შედეგი აქვს კბილების საკვები სოდით გამოხეხვას. რეკომენდებულია მისი 10 დღით გამოყენება დღეში ერთხელ, რადგან გადაჭარბებული მოხმარებით შესაძლებელია, კბილის ემალი დააზიანოთ.
3. მოერიდეთ თამბაქოს
მოწევა კლავს-ალბათ წაგიკითხავთ თამბაქოს შეფუთვაზე. ჯანმრთელობისთვის საზიანო მთელ რიგ პრობლემებთან ერთად თამბაქო კბილების სითეთრის პირველი მტერია. ნიკოტინს შეუძლია კბილებს ფერი საგრძნობლად შეუცვალოს და მუქი ყავისფერი გახადოს.
4. ყველი-კბილების დაცვის საოცარი საშუალება
ყველი არის პროდუქტი, რომელიც იცავს კბილებს ისეთი მჟავეებისგან როგორიცაა, ღვინო, კეტჩუპი, ყავა.
5. მოერიდეთ საღებავების მაღალი შემცველობის პროდუქტებს
არსებობს პროდუქტები, რომლებიც კბილებს ამუქებს. მაგალითად, ყავა, ჩაი, პამიდვრის სოუსი, ჭარხალი, წითელი ღვინო. გირჩევთ, ამ პროდუქტების გამოყენებიდან 30 წამის შემდეგ გამოივლოთ პირში წყალი.
6. ვაშლი ძმარი
ვაშლის ძმარი კბილების გასათეთრებლად საოცრად ეფექტური საშუალებაა. 2 ს. კ. ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში და ყველა გამოხეხვის წინ გამოივლეთ.
7. ფორთოხლის ქერქი
ფორთოხლის ქერქის სავლები მოგაშორებთ კბილებზე ქვებს. მის შემადგენლობაში შედის ლიმონენი, რომელიც უძლიერესი გამწმენდი საშუალებაა.
8. პროდუქტები, რომლებიც იცავს კბილებს
ვაშლი, მსხალი, სტაფილო, ნიახური და კიტრი-პროდუქტები, რომლებიც გვინარჩუნებს თეთრ კბილებს. მათი ღეჭვის დროს კბილებს შორდება ბაქტერიები და ისინი თეთრდება.