უებარაი ხალხური მალამო, რომლის რეცეპტიც თაობიდან თაოებებს გადაეცემოდა

მალამოები უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, რადგან ისინი ძალიან ეფექტური და მარტივი გამოსაყენებლია.

არსებობს ხელნაკეთი მალამოების უამრავი რეცეპტი, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული საშუალებები, რომლებიც ინარჩუნებს ბუნების ძალებს, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კომერციული მალამოები.

მალამოს შეიზელთ დაზიანებულ ადგილზე, საიდანაც იგი პირდაპირ გადასცემს ორგანიზმს აქტიურ სამკურნალო ნივთიერებებს. მსუბუქი მასაჟის შედეგად მალამოს სრულად შეიწოვს კანი. პროცედურის ბოლოს დაზიანებული ადგილი შეიხვიეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-6 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ და მალამო კვლავ შეიზილეთ.

მალამოები უმარტივესი მოსამზადებელია. მოამზადეთ და გამოიყენეთ ხალხური მედიცინის უძლიერესი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

შემოგთავაზებთ სამკურნალო ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქბთ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით გამოწვეულ ტკივილს, სისხლჩაქცევებს, ვარიკოზულ ვენებს, სახსრების, ზურგისა და კუნთების ტკივილს, ახორცებს ნაწიბურებს, ნახეთქებს ქუსლებზე.

უებარი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 150 მლ არარაფინირებული ზეთი
  • 60-70 გრ ფუტკრის ცვილი
  • 2 ს. კ. გამხმარი სალბი
  • 2 ს. კ. გამხმარი კალენდულა (გულყვითელა)
  • 1 ს. კ. გამხმარი გვირილა

მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ დაჭრილი ცვილი და გაადნეთ. შემდეგ მოცემული პროპორციების მიხედვით დაამატეთ გამხმარი ბალახების ფხვნილები და კარგად აურიეთ. მალამო გააცხელეთ კიდევ 3-5 წუთი და გადაიტანეთ მინის ქილაში.

მალამო გაგრილების შემდეგ გასქელდება. შეინახეთ სიგრილეში, გამოსაყენებლად ვარგისია 1 წლის განმავლობაში.  გისურვებთ ჯანმრთელობას!