როდესაც დისკომფორტი და ტკივილი მაწუხებს, მუხლებზე ლიმონის კომპრესს ვიკეთებ

ხალხური მედიცინა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები უსაფრთხოდ, ეფექტურად აუმჯობესებს და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ლიმონისა და სეზამის ზეთით მკურნალობის მეთოდს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მუხლების უსიამოვნო ტკივილისგან თავის დაღწევას.

იხილეთ მცირე ინფორმაცია რეცეპტის შემადგენლობაში  გამოყენებული ინგრედიენტების სამკურნალო თვისებების შესახებ:

  • ლიმონი სასარგებლო ციტრუსია. იგი მდიდარია C, B, E_ვიტამინებით, აგრეთვე კალციუმით, რკინითა და მაგნიუმით. ლიმონი გაჯერებულია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ლიმონი შეგიმცირებთ ანთებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. გარდა ამისა, იგი ძალიან სასარგებლოა კანისთვის, რადგან საოცარი ციტრუსი კანს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და აფერხებს დაბერების პროცესს.
  • სეზამის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა-3-ს, ვიტამინ E-ს, მაგნიუმს, კალციუმს, ანტიოქსიდანტებს. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით სეზამის ზეთი გამოიყენება ართრიტის, ტენდინიტის (მყესის ქსოვილის ანთება), რევმატიზმის, ყურის ტკივილის, კუნთებისა და სახსრების სამკურნალოდ. მას ასევე შეუძლია ნერვული პრობლემების შემსუბუქება და დაბერების პროცესის შეფერხება.
  • კალციუმის მაღალი შემცველობის წყალობით სეზამის ზეთი ძვლებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

სამკურნალო პროცედურისთვის დაგჭირდებათ 2 ცალი ლიმონი და სეზამის ზეთი. ლიმონი დაჭერით ნაჭრებად და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე, შემდეგ შემოიხვიეთ სეზამის ზეთში მსუბუქად გაჯერებული თხელი ქსოვილი. საფენი სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთით. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად, უმჯობესია დღეში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი თვე. გისურვებთ ჯანმრთელობას!