აკრძალეთ ეს საკვები პროდუქტები, თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ

ამ პროდუქტების გამოყენება დაუშვებელია 40 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭარბ წონას და ნაწლავურ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.

ზრდასრული ქალბატონის სხეული საგრძნობლად განსხვავდება ახალგაზრდა გოგონას ორგანიზმისგან.

პირველ რიგში 40 წლის შემდეგ ხდება ჰორმონალური ცვლილებები, რის გამოც იცვლება კანის მდგომარეობა, ნივთიერებათა ცვლა  და ნერვული სისტემა. ამიტომ თუ გსურთ გახდეთ, ჭამეთ ცოტა და შეცვალეთ თქვენი კვების რაციონი.

მეორე-ნაწლავებში შგექმნებათ პრობლემები. მისი კედლები კარგავს ელასტიურობას, ხშირად შეგაწუხებთ ყაბზობა და მეტეორიზმი. თუ გსურთ, პრობლემებს გაექცეთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას.

თუ გსურთ, გახდეთ ეფექტურად და იზრუნოთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რჩევები.

რით უნდა იკვებოს 40 წელს ზემოთ ქალბატონი

  1. კვების რაციონი დატვირთეთ რძის პროდუქტებითა და მცენარეული ცხიმებით. შეამცირეთ ხორცის მიღება, გაზარდეთ ხაჭოს, ყველის, სოკოს გამოყენება. თუ ხორცზე უარს ვერ ამბობთ, მიირთვით ქათამი.
  2. გაღვიძებისთანავე და ჭამიდან ჭამადე შუალედში დალიეთ წყალი. გამორიცხეთ ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების პროდუქტები და ცომეული.
  3. თუ არ შეგიძლიათ ერთბაშად უარი თქვათ, მაშინ ნელ-ნელა ამოიღეთ რაციონიდან მავნე საკვები პროდუქტები ან მიიღეთ დღის პირველ ნახევარში.
  4. ყურადღება მიაქციეთ სეზამის მარცვლებს. იგი შეიცავს ფიტოესტეროგენს- ქალის სასქესო ჰორმონების მცენარეული ანალოგი. ეს თესლი დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დარეგულირებაში და შეამცირებს ქოლესტერინის დონეს.
  5. გამოიყენოთ მხოლოდ 3 ჩ. კ. სეზამის თესლი.
  6. თუ გსურთ, გქონდეთ კარგი ფიგურა და თქვენი ნაწლავები საათივით მუშაობდეს, უარი თქვით ალკოჰოლის გამოყენებაზე. მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთვით ერთი ფუჟერი მშრალი წითელი ღვინო.
  7. ცხიმიანი ზღვის თევზი-ქალბატონებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც დაიცავს სისხლძარღვებს, გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, აღგიდგენთ დაზიანებულ თმასა და კანს.
  8. რა არის ფრაქციული კვება? ეს არის სწორი კვება, როცა ყოველ 2-3 საათში ცოტა-ცოტას ჭამთ. ამ მეთოდით შიმშილს ვერ იგრძნობთ და მეტაბოლიზმსაც აწესრიგებს. თავიდან გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მავნე ჩვევა გაქვთ, მთელი დღე არ ჭამთ, ღამით კი ერთბაშად მიირთმევთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მიეჩვევით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები ნებისმიერ ასაკში და თავს ახალგაზრდად და ჯანმრთელად იგრძნობთ. გაგიქრებათ კუჭში სიმძიმის შეგრძნება და მოიშორებთ ზედმეტი წონას.

გაითვალისწინეთ მოცემულ რჩევები, იყავით ლაღი და ბედნიერი.