დილას ყოველთვის ამ საუზმეთი ვიწყებ, რათა მეტაბოლიზმი მწყობრში იყოს, ნაწლავებმა კი საათივით გამართულად იმუშაოს

0
1889

შემოგთავაზებთ სასარგებლო საუზმის რეცეტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ორგანიზმიდან ნარჩენებისა და ტოქსინების გამოდევნას, ნაწლავების გაწმენდას, ორგანიზმის გაძლიერებას. მისი დახმარებით შეძლებთ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, კანის სილამაზის აღდგენას. შემოთავაზებული საშუალება ითვლება ყველაზე ჯანსაღ და სასარგებლო საუზმედ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ს. კ. შვრია
  • 300 მლ უცხიმო იოგურტი
  • 3 ცალი შავი ქლიავი (ჩირი ან ნედლი)
  • 1/3 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ. კ. წვრილად დაფქული სელის თესლი

მომზადების წესი:

  1. საუზმე მოამზადეთ საღამოს. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. შვრია, წვრილად დაფქული სელის თესლი და კაკაოს ფხვნილი აურიეთ და დაასხით იოგურტი. შავ ქლიავს წყალი გადაუქციეთ, გააგრილეთ, წვრილად დაჭერით, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და აურიეთ.
  3. მზა ნარევს დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. დილით გამოიღეთ მაცივრიდან, ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ მიირთვით.

პირველ დღეებში შეიძლება ცოტა უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ, მაგრამ მალე მიეჩვევით და ერთი კვირის შემდეგ სასურველ შედეგსაც მიიღებთ.