როგორ გამოვთვალოთ დღის ოქროს წუთი სურვილების ასასრულებლად

დღის ოქროს წუთი – ესაა დრო, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურია ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად. არსებობს მოსაზრება, რომ ყოველ დღეს აქვს დროის ისეთი მონაკვეთი, როცა თქვენი თხოვნის ენერგეტიკა განსაკუთრებით ძლიერია, მისი შესრულების შანსი კი რამდენიმეჯერ მაღალია. თუ ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გსურთ, გაიგეთ, როგორ გამოთვალოთ ეს ოქროს წუთი და არ გაუშვათ ხელიდან მისი დადგომა.

როდის ჩავიფიქროთ სურვილი

არსებობს დღის ოქროს წუთის გამოთვლის ორი საშუალება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ თარიღზე აკეთებთ გათვლას.

  1. თუ თარიღი(კალენდარული რიცხვი) 25-მდეა, მაშინ იგი შეესაბამებ დღეში არსებული საათების რაოდენობას, თვის რიცხვი კი – წუთების რაოდენობას.
    მაგალითად: 20 დეკემბერი = 20.12 = 20 საათი და 12 წუთი.
    სწორედ ამ დროს, ამ დღეს, დგება დღის ოქროს წუთი თქვენი სურვილის ასასრულებლად.
  2. თუ თარიღი(კალენდარული რიცხვი) 25-ზე მაღალია, მაშინ დათვალეთ უკუღმა, ანუ თვის რიცხვი იქნება საათი, ხოლო დღის – წუთი.
    მაგალითად: 26 აგვისტო = 26.09 = 9 საათი და 26 წუთი.

როგორც ხედავთ ამ ოქროს წუთის გამოთვლა ძალიან მარტივია. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ჩაიფიქროთ სურვილი დღის სწორედ ამ მონაკვეთში.

თუმცა, მხოლოდ დროის გამოთვლა საკმარისი არაა. საჭიროა სურვილის სწორად ფორმულირებაც.

პრაქტიკის მიხედვით, სურვილის სწორად ასრულებისთვის საჭიროა მისი ზუსტად ფორმულირება, ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:

  1. ცხადად გამოთქვით, როდისთვის გსურთ სურვილის შესრულება. მაგალითად, ამ წელიწადში გინდათ გათხოვება, თუ ბავშვის გაჩენა გსურთ 25 წლამდე.
  2. არ გამოიყენოთ ნაწილაკი “არ” და დაუზუსტებელი სიტყვები: დაახლოებით, მსგავსად და ა.შ. მინდა არ ავადვმყოფობდე-ს ნაცვლად – მინდა. ჯანმრთელი ვიყო, მინდა არ ვიყო ღარიბი – მინდა თვეში 10 000-ს გამოვიმუშავებდე.
  3. არ ჩაიფიქროთ სურვილი, რომლის შესრულებაც სხვა ადამიანებს ავნებს. ასეთი გზავნილები, ადრე თუ გვიან, უკან დაგიბრუნდებათ.

ახლა უკვე სურვილის სწორად ფორმულირებაც შეგიძლიათ და შესაფერისი დროის შერჩევაც. გამოიყენეთ ეს რჩევები და, როცა სურვილი აგისრულდებათ, აუცილებლად გაგვიზიარეთ გამოცდილება.