30 წლის შემდეგ თქვენს ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება. ცვლილებები აისახება თქვენს კანზეც, ჩნდება წვრილი ხაზები, ნაოჭები, ლაქები და სხვა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. რა თქმა უნდა დაბერება გარდაუვალია, მაგრამ შეგიძლიათ ამ პროცესის შეფერხება.
შემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს, რომელიც გაგთავისუფლებთ ნაოჭებისგან და სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტებისგან.
საჭირო იგრედიენტები:
- ვაზელინი 2 ჩ. კ.
- ზეითუნის ზეთი ან ნუშის ზეთი 1 ს. კ.
- კვერცხი 1 ცალი (გული)
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ვაზელინი.
- დაამატეთ ყველა იგრედიენტი.
- რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად აურიეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა.
- თქვენი მალამოც მზადაა. შეინახეთ კონტეინერში.
გამოყენების წესი:
მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. დააყოვნეთ 30 წუთი და შემდეგ მოიშორეთ სველი ბამბით.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ საოცარი მალამო და კიდევ დიდხანს ისიამოვნეთ თქვენი სილამაზით.