სილამაზის ჩინური ნიღაბი, რომელიც კვებავს, ათანაბრებს კანს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს.
სულ რაღაც სამი იგრედიენტი დაგჭირდებათ ამ საოცარი საშუალების მოსამზადებლად და მრავალი ქალბატონის სანუკვარი ოცნება ახდება.
საჭირო იგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- სახამებელი 1 ჩ. კ.
- ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- აურიეთ სახამებელი და თაფლი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაამატეთ ზღვის მარილი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე, თანაბრად გაანაწილეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 25 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი გაიკეთეთ დღე გამოშვებით 20 დღის განმავლობაში.
თქვენი კანი იბრწყინებს, გახდება გლუვი და დიდი ხნით შეინარჩუნებთ სილამაზესა და ახალგაზრდობას.