როგორ მოქმედებენ ძილის პოზები თქვენს ჯანმრთელობაზე

ჩვენ საშუალოდ 25 წელიწადს ვატარებთ ძილში. მისი დახმარებით დასვენება ჩვენი ორგანოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგად გამოძინება ტვინის ფუნქციონირებასაც კი აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ საუკეთესო პოზიციები დასაძინებლად, რათა მაქსიმალურად ბევრი დადებითი ეფექტი

ჯარისკაცის პოზიცია

დადებითი:

  • საუკეთესოდ დაასვენებთ ხერხემალს, კისერს და ხელებს
  • გააუმჯობესებთ სხეულის ფორმას
  • შეამცირებთ მჟავების რეფლექსს
  • განკურნავთ ინსომნიას
  • შეინარჩუნებთ მკვრივ მკერდს
  • თავს დაიცავთ სახის ნაოჭებისგან

უარყოფითი:

  • გრავიტაცია ენას დაბლა ჩაწევს, რამაც შეიძლება ხვრინვა გამოიწვიოს
  • ცუდად იმოქმედებს ნაყოფზე
  • შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი
  • ხვრინვის თავიდან ასაცილებლად დაწექით ამ პოზაში ბალიშის გარეშე. მუხლების ქვეშ ბალიშის ამოდება ზურგის ტკივილისგან დაგიცავთ.

ზღვის ვარსკვლავის პოზა

დადებითი:

  • იდეალური პოზა ხერხემლის და კისრის დასასვენებლად
  • კურნავს ინსომნიას
  • ამცირებს თავის ტკივილის შანსებს
  • ახდენს სახის ნაოჭების და გამონაყარის გაჩენის პრევენციას

უარყოფითი

  • გრავიტაცია ენას დაბლა ჩაწევს, რამაც შეიძლება ხვრინვა გამოიწვიოს
  • მკლავების უხერხულმა პოზიციამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მხრების ნერვებზე და ამით
  • გამოიწვიოს ტკივილი
  • ამ პოზაში წოლისას არ გამოიყენოთ ბალიში და ასე შეუნარჩუნებთ თავს, კისერს და ხერხემალს ბუნებრივ პოზიციას, რაც პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.

მორის პოზიცია

დადებითი:

  • იდეალური პოზაა ხერხემლისთივს, რადგან ამ პოზაში ის იღებს სრულ მხარდაჭერას
  • ახდენს ზურგის და კისრის ტკივილის პრევენციას
  • ამცირებს ძილის აპნეას და ხვრინვას
  • საუკეთესო პოზიციაა დასაძინებლად ორსულად ყოფნის დროს

უარყოფითი:

  • თქვენი ზედა ფეხი საკმარის მხარდაჭერას ვერ იღებს, რის გამოც დიდი შანსია ზურგის და
  • მენჯების ტკივილის გაჩენის
  • ამ პოზამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაბერება, ნაოჭების გაჩენა და მკერდის ჩამოწელვა
  • ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვევს კისრის ტკივილსაც
  • ამ პოზაში დაძინებისას პრობლემებისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ დიდი ბალიში. ასევე ამოიდეთ მეორე ბალიში ბარძაყებს შორის ზედა ფეხის დასაცავად.

მთხოვნელის პოზა

დადებითი:

  • გიცავთ კისრის და ზურგის ტკივილისგან
  • ამცირებს ძილის აპნეას და ხვრინვას
  • ამსუბუქებს გულძმარვას
  • ხელს უწყობს ორგანიზმს ტვინის გაწმენდაში და ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის მსგავსი დაავადებების გაჩენის რისკს
  • ასეთ პოზაში მძინარე ადამიანები ღამით უფრო ნაკლებად გაიღვიძებე, რადგან სხეული იდეალურ
  • კომფორტს განიცდის ამ პოზიციაში ყოფნისას

უარყოფითი:

  • ხელს უშლის სისხლის სწორ მიმოქცევას და აჩენს ზეწოლას ნერვებზე, რამაც შეიძლება მხრების და ხელების ტკივილი გამოიწვიოს
  • ნერვების დაჭიმვამ შესაძლოა დასტრესოს ისეთი შინაგანი ორგანოები, როგორიცაა კუჭი, ღვიძლი და ფილტვები.
  • შეუძლია გამოიწვიოს მკერდის ფორმის გაფუჭება და სკანის დაბერება

ნაყოფის პოზა

დადებითი:

  • ამცირებს ხვრინვას
  • იდეალური პოზაა ორსულებისთვის
  • მარცხენა მხარეს დაძინებით გიცავთ ყელში კუჭის მჟავების ამოსვლისგან

უარყოფითი:

  • ექსტრემალურ მოხრას შეუძლია კისერზე და ზურგზე ზეწოლის მოხდენა, რაც იწვევს ტკივილს.
    ეს პოზიცია ასევე იწვევს კანის დანაოჭებას და მკერდის ჩამოწელვას
  • ასეთ პოზაში ძილის შემთხვევაში გამოიყენეთ ოდნავ მყარი ბალიში თავის მხარდასაჭერად და ხშირად გადაბრუნდით საპირისპირო მხარეს.

ვარდნის პოზა

დადებითი:

  • ზოგიერთ შემთხვევაში ამცირებს ხვრინვას.

უარყოფითი:

  • ჭიმავს ხერხემალს და იწვევს კისრის და ხერხემლის დაბლითა ნაწილის ტკივილს
  • აფერხებს სახის არეში სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს ნაოჭების გაჩენას
  • შინაგან ორგანოებს აწვება არაბუნებრივი წნევა

პრობლემების მოსაგვარებლად ამ პოზაში დაძინებისას დადევით ბალიში მუცელსა და ლეიბს შორის.